- ალბერტ აინშტაინი, მე-20 საუკუნის უდიდესი ტვინი, აღმოჩნდა რომ პრინციპულად არ ატარებდა წინდებს, და ეს მხოლო მისი სიკვდილის შემდეგ გახდა ცნობილი. ამ ერთ-ერთ ყველაზე ინტიმურ დეტალზე მამაკაცის გარდერობიდან აინშტაინმა განაცხადა: ..ახალგაზრდობაში აღმოვაჩინე, რომ დიდი თითი ადრე თუ გვიან ნახვრეტს აჩენს წინდაზე. ამიტომაც შევწყვიტე მისი ტარება” მისი უცნაური ჩვევის შესახებ არაერთხელ მიუწერია მეუღლისთვისაც: ,,ყველაზე სადღესასწაულო შემთხვევებშიც კი მე წინდების გარეშე ვარ და ცივილურობის არარსებობას მაღალყელიანი ფეხსაცმლით ვფარავ”. მისი ყველაზე საყვარელი ჰობი პასიანსით გართობა იყო. კარტის ყოველი გაშლისას ამბობდა, რომ ,,ეს ნუ გგონიათ ფიზიკა, აქ ფიქრია საჭირო”

- გერმანელი კომპოზიტორი რობერტ შუმანი 4 წლიდან განიცდიდა სიგიჟის შეტევას, ხოლო 46 წლისამ საერთოდ დაკარგა გონება. მას თან დასდევდა მოლაპარაკე მაგიდები, ხედავდა ხმებს, რომლებიც ლაგდებოდა აკორდებად და მუსიკალურ ფრაზებად.

- ინგლისელ მწერალს ჯეიმს ჰარინგტონს ეგონა, რომ ფიქრები მისი პირიდან მოფრინავდნენ ფუტკრებისა და ჩიტების სახით და ეჭიდებოდა ცოცხს, რათა დაწეოდა მათ.

- იტალიელ ფილოსოფოსს ჯეროლამო კარდანოს ეგონა, რომ მას ხელისუფლება უთვალთვალებდა, ხოლო ხორცი, რომელსაც იგი ყიდულობდა გაჟღენთილი იყო ცვილითა და გოგირდით.

- მოცარტიც თვლიდა, რომ მას უთვალთვალებდნენ, და იტალიელებს მისი მოწამვლა სურდათ…

- ვინსენტ ვან გოგი დღედაღამ ხატავდა, ვედროებით სვამდა აბსენტს, თავად მოიჭრა ყური და 37 წლის ასაკში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მისი სიკვდილის შემდეგ, ექიმებმა 150 ზე მეტი სამედიცინო დიაგნოზი აღმოაჩინეს, რომლითაც დიდი მხატვარი იტანჯებოდა.

- ფრიდრიხ შილერი რატომღაც ლაპარობდა მაშინ, როცა მაგიდაზე ეწყო დამპალი ვაშლები.

- კომპოზიტორი ფრანც იოზეფ ჰაიდნი თავისი ალმასიანი ბეჭდის გარეშე არ მუშაობდა, რომელსაც ყოველწუთას ათვალიერებდა.

- რიხარდ ვაგნერი მორიგი მუსიკალური ნაწარმოების შექმნისას მაგიდაზე და სხვა ავეჯზე გადმოალაგებდა აბრეშუმის ნაკუწებს, მას ჩვევად ჰქონდა აეღო იგი ხელში და გაეწეწა…

- რომანზე წარმატებულად მუშაობისთვის ემილ ზოლა საკუთარ თავს სკამზე აბავდა.

- შარლოტა ბრონტე მუდმივად წყდებოდა თავისი რომანის წერას, კარტოფილის გასუფთავების მიზნით. 

- ალექსანდრე დიუმა შვილს, მუზის მოსასვლელად 5-ჯერ საფუძვლიანად ჭამა უყვარდა..

-მფრანგ მწერალს ფრანსუა რენე დე შატობრიანს არ შეეძლო გულგრილად მოესმინა ვინმეს ქება, თუნდაც ეს მისი მეწაღე ყოფილიყო..

- ლორდი ბაირონი საშინლად ღიზიანდებოდა მარილიანი სამარილის დანახვისას…

- იოჰან ბრამსი ,,შთაგონებისთვის” საჭიორების მიუხედავად მუდმივად წმენდდა ფეხსაცმელს..

- ბენჟამინ ფრანკლინი მუშაობის დაწყებისას მუდმივად იმარაგებდა დიდი რაოდენობთ ყველს..

- გოეთე მუშაობდა მხოლოდ ჰერმეტულად დახურულ შენობაში, სადაც მცირედი სუფთა ჰაერიც კი ვერ შეაღწევდა…

- ონორე დე ბალზაკი სამუშაოდ არ ჯდებოდა, თუ არ დალევდა 5-7 ჭიქა ყავას. გამოითვალეს, რომ მთელი სიცოხლის მანძილზე მას 50 ათასზე მეტი ჭიქა ყავა ექნება დალეული. ამასთან, გენიალური ადამიანისადმი ღრმა პატივისცემის გამოსახატავდ ის მუდმივად იხდიდა ქუდს. იკითხავთ ამაში რა არის უცნაურიო? ბალზაკი ამას აკეთებდა, მაშინ, როცა ლაპარაკობდა … საკუთარ თავზე...

- ჩარლზ დიკენსი ყოველი 50 სტრიქონის დაწერის შემდეგ აუცილებლად სვამდა ცხელ წყალს.

- ბეთჰოვენი მუდმივად წვერგაუპარსავი დადიოდა, თვლიდა რომ პარსვა ხელს უშლიდა შთაგონებაში. ხოლო სანამ დაჯდებოდა მუსიკის შესაქმნელად , თავზე ერთ ვედრო ცივ წყალს ივლებდა , მისი აზრით ამით ტვინის უკეთ მუშაობის სტიმულირებას ახდენდა.

- უოლტ დისნეის – მიკი მაუსის უდიდესი იმპერიის შემქმნელს, პანიკურად ეშინოდა თაგვების. 

გსურთ სამუდამოდ გათავისუფლდეთ ნიკოტინისგან? ჩაერთეთ თქვენზე მორგებულ მოწევის შეწყვეტის ინდივიდუალურ ციფრულ პროგრამაში

გადასვლა ახალ გვერდზე