Image description
სახლში ყოველთვის მოიძებნება ნივთები, რომლებიც მიკრობების ბუდეა. როცა სახლს ალაგებთ, ყოველთვის გაითვალისწინეთ, რომ ამ ნივთებს უბრალო წმენდა არ ჰყოფნით. წარმოგიდგენთ 6 ყველაზე ბინძურ ნივთს თქვენს სახლებში.

- ბოსტნეულისა და ხორცის დასაჭრელი ფიცარი

დასაჭრელი ფიცარი ანუ დაფა უსათუოდ გულმოდგინედ უნდა გარეცხოთ ცხელი წყლით და კარგად გაამშრალოთ. რეკომენდებულია მინიმუმ 6 დაფის ქონა: უმი ქათმის, თევზის, ხორცის დასაჭრელად, მოხარშული პროდუქტებისთვის, ბოსტნეულისა და პურისთვის.

- ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი

ჭურ­ჭლის სარეცხი ღრუბელი უნდა გამოცვალოთ კვირაში ერთხელ.

- სააბაზანოს შხაპის ფარდა
​
შხაპის ფარდა თვეში ერთხელ მაინც უნდა გავრეცხოთ.

- ნაგვის ყუთები სამზარეულოსა და აბაზანაში

ნაგვის ყუთები და სათლები თვეში 2-ჯერ გულდასმით გაწმინდეთ სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით.

- ჭურჭლის სარეცხი მანქანა

რეზინის დეტალები, რომელზეც გროვდება მიკრობები, კვირაში ერთხელ გაწმინდეთ სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით.

- ​სარეცხი მანქანა

რეზინის დეტალები თვეში ერთხელ უნდა გაიწმინდოს სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით.
Image description
გსურთ სამუდამოდ გათავისუფლდეთ ნიკოტინისგან? ჩაერთეთ თქვენზე მორგებულ მოწევის შეწყვეტის ინდივიდუალურ ციფრულ პროგრამაში

გადასვლა ახალ გვერდზე