ჯორჯ ნოელ გორდონ ბაირონი (1788-1824) — ინგლისელი პოეტი
ჯორჯ ბაირონმა 1810 წელს, ტროას ალექსანდრიაში, მონათა ბაზარზე, ქართველი ქალი ნახა...
13 წლის გოგონა მწარედ ტიროდა და სამშობლოში დაბრუნებას ითხოვდა.
გოგონა მდიდარი ქართველი მემამულის ქალიშვილი ყოფილა - ცხვრებს თამაშ-თამაშით ასდევნებია და ქურთებს
ჩავარდნია ხელში... მათ კი რამდენჯერმე გაუყიდიათ.
მისი სილამაზით მონუსხულმა და ტანჯვით შეძრწუნებულმა ბაირონმა ტყვე ქალში 800 პიასტრი გადაიხადა და
გამოისყიდა.
ლორდი და პოეტი მაშინ 22 წლისა იყო და 13 წლის გოგონაში მხოლოდ ბავშვს ხედავდა, ერთადერთი სურვილი ამოძრავებდა, სამშობლოში დაებრუნებინა.
ბაირონმა ირლანდიელი ვაჭარი მოძებნა, სახელად ფლეტჩერი და იმასაც დიდი ფული გადაუხადა, რომ ტყვე
საქართველოში წამოეყვანა. ირლანდიელი კი მოღალატე და გაიძვერა აღმოჩნდა - გოგონა თავისთვის დაიტოვა და ხასად აქცია.
როცა დიდი დრო გავიდა და ბაირონმა ქართველი ქალი მოიკითხა, ფლეტჩერის სიბილწის ამბავიც შეიტყო.
ბინძური ვაჭარი ფაშას დახმარებით მოძებნა და ჯანმრთელობაშერყეული უბედური ქალი გამოიხსნა.
ბაირონის ბიოგრაფი წერს: საოცარი იყო თირზასა და ბაირონის შეხვედრა, - ამის წარმოდგენა უფრო ადვილია,
ვიდრე აღწერა, დაუძლურებული და სასოწარკვეთილი ქალი მხსნელს ყელზე შემოეხვია და გიჟივით კოცნიდა...
დაუძლურებული გოგო კუნძულ კრეტაზე წაუყვანია სამკურნალოდ, თუმცა ამაოდ... მართლმადიდებელთა
სასაფლაოზე გაუჭრიათ მისი საფლავი. ბაირონს ქართველი ქალის სიკვდილი მძიმედ გადაუტანია, დიდხანს
ტიროდა თურმე...
...ამ ამბით არის შთაგონებული არა მარტო ლექსი "თირზა", არამედ თირზას ციკლის ექვსიოდე ლექსიც. ამასთანავე, ეს ამბავი ასახულია ბაირონის უკანასკნელ და დაუმთავრებელ "დონ ჟუანში".