სველი თმით დაძინების შემთხვევაში თავის კანზე და სახეზე ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციების ჩამოყალიბებისთვის სასურველი გარემო იქმნება.
თმის ფუნქციაა:
- კანის მექანიკური დაცვა (გარემოში არსებული რისკ-ფაქტორებისგან);
- კანზე ზრდის მგრძნობელობით ფუნქციას;
- ხელს უწყობს სხეულის ტემპერატურის რეგულირების უნარს.
რამდენიმე მიზეზი თუ რატომ არ უნდა დაიძინოთ სველი თმით:
- გრილ ტემპერატურაში თავის კანი გაცილებით მეტ სითბოს კარგავს, შესაბამისად, სიცივის შეგრძნება წარმოიქმნება, რაც მშვიდად დაძინებაში შეგიშლით ხელს. უძილობა მავნებელია და პირველ რიგში უარყოფით კვალს ტოვებს გუნება-განწყობილებაზე;
- რაც უფრო დიდხანს არის თმა სველი (თუნდაც მთელი ღამის განმავლობაში) მით უფრო მეტად იზრდება სოკოს წარმოქმნის რისკი. სოკო კანის ისეთი დაავადების ჩამოყალიბების წინაპირობაა როგორიცაა სებორეული დერმატიტი;
სველი თმის ფონზე თმის ცვენის, ასევე ქერტლის გამწვავების რისკი იზრდება;
- როდესაც სველი თმით გძინავთ, ფოლიკულები ზიანდება. სწორედ ამის გამო ხდება თმა მტვრევადი;
- აკნე წარმოიქმნება, როდესაც თმის ფოლიკულებში, კანქვეშ, ცხიმი გროვდება. სველი თმა ფორებში ბაქტერიის ზრდას უწყობს ხელს.
საბოლოო ჯამში, სველი თმით დაძინებამ შეიძლება გამოიწვიოს:
თმის დაზიანება - სველი თმა სუსტია, შესაბამისად ძილის დროს იგი უფრო მარტივად ზიანდება, რამაც შეიძლება დროთა განმავლობაში სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს;
ბაქტერიები - მიკროორგანიზმების უმრავლესობა სველ და თბილ გარემოში უფრო მარტივად მრავლდება. სველმა თმამ შესაძლოა თქვენი ბალიში მნიშვნელოვნად დააბინძუროს, რაც რა თქმა უნდა, საშიშია ჯანმრთელობისთვის; აქედან გამომდინარე, ნუ გაგიკვირდებათ, თუ გარკვეული პერიოდის შემდეგ თქვენს ბალიშზე ბაქტერიებს აღმოაჩენთ;
აკნე - სველი თმით დაძინებამ შესაძლოა თავთან ერთად თქვენი სახის კანზეც იმოქმედოს. აქედან გამომდინარე, რაც უფრო ხშირად დაწვებით სველი თმით, მით უფრო იზრდება აკნეს გაჩენის რისკი;
თავის ტკივილი - სველი თმა იწვევს თავის ძლიერ ტკივილს, ბანაობის შემდგომ სისხლძარღვები ფართოვდება, სხეულის ტემპერატურა იზრდება, რაც თავის ძლიერ ტკივილს იწვევს;
კუნთების ძლიერი ტკივილი - თუ არ გსურთ სახის კუნთების ტკივილმა შეგაწუხოთ, ძილის წინ კარგად გაიმშრალეთ თმა;
იმუნური სისტემის დასუსტება = სველი თმა ასუსტებს ჩვენს იმუნურ სისტემას, ამიტომ არასოდეს დაგვეზაროს თმის კარგად გამშრალება ძილის წინ;
კანის დაავადებები - სველი თმით დაძინებით იზრდება რისკი იმისა, რომ კანზე სხვადასხვა დაავადებები გაჩნდეს (მაგ: მუნი);
სოკოვანი ინფექციები - ჩვენი ბალიში სოკოს გამრავლების ცხელ კერას წარმოადგენს, შესაბამისად, სველი თმით დაძინება ზრდის სოკოვანი ინფექციების რისკს;
თმის ცვენა - უცხო არავისთვისაა, რომ სველი თმა ბევრად უფრო მტვრევადია და მარტივად ზიანდება. ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ, რომ სველი თმით დაძინება თმის ძლიერ ცვენას იწვევს;
ქერტლი - თუ თქვენ ქერტლისკენ ხართ მიდრეკილი, განსაკუთრებით მოერიდეთ სველი თმით დაძინებას, რადგან სველი თმა ქერტლის გაჩენის რისკს უფრო მეტად ზრდის, ხდება თავის კანის გაღიზიანება და ქავილი.