კითხვა: რამდენად უსაფრთხოა თქვენი მეთოდი ჯანმრთელობისთვის?
ჩვენი პროგრამა სრულიად უსაფრთხოა და არ გააჩნია უკუჩვენება. ის არ იყენებს არანაირ მედიკამენტს, ნიკოტინის შემცველ პატჩებს ან საეჭვო პრეპარატებს. მეთოდი დაფუძნებულია მხოლოდ ქცევით ფსიქოლოგიასა და ქვეცნობიერი ჩვევების კორექციაზე, რაც ორგანიზმს სტრესის გარეშე ეხმარება ნიკოტინისგან გათავისუფლებაში.
კითხვა: რამდენად უსაფრთხოა თქვენი მეთოდი ჯანმრთელობისთვის?
ჩვენი პროგრამა სრულიად უსაფრთხოა და არ გააჩნია უკუჩვენება. ის არ იყენებს არანაირ მედიკამენტს, ნიკოტინის შემცველ პატჩებს ან საეჭვო პრეპარატებს. მეთოდი დაფუძნებულია მხოლოდ ქცევით ფსიქოლოგიასა და ქვეცნობიერი ჩვევების კორექციაზე, რაც ორგანიზმს სტრესის გარეშე ეხმარება ნიკოტინისგან გათავისუფლებაში.
კითხვა: რა მოხდება, თუ პროგრამის დასრულების შემდეგ მოწევის სურვილი კვლავ გამიჩნდება (რეციდივი)?
ჩვენი პროგრამის მიზანია არა მოწევის დროებითი აკრძალვა, არამედ ქვეცნობიერი ლტოლვისა და თავად „მოწევის რიტუალის“ გაქრობა. თუმცა, თუკი მომავალში იგრძნობთ სისუსტეს ან დაგჭირდებათ დამატებითი მოტივაცია, შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მოგვწეროთ და ჩვენი გუნდი სრულიად უფასოდ გაგიწევთ საჭირო ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას.
კითხვა: რატომ არის პროგრამა უფასო?
„ანტინიკოტინი“ მხოლოდ ერთი მიზნით შეიქმნა — დაეხმაროს რაც შეიძლება მეტ ადამიანს მოწევის შეწყვეტაში. გვჯერა, რომ ასეთი მხარდაჭერა ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს და ფინანსური შესაძლებლობები არ უნდა გახდეს იმ გადაწყვეტილების დაბრკოლება, რომელიც ჯანმრთელობის გაუმჯობესებას ემსახურება.
სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ინდივიდუალური მოწევის შეწყვეტის პროგრამა სრულიად უფასოდ გავხადოთ.
კითხვა: თუ შემოწირულობის თანხას არ გადმოვრიცხავ, ასეთ შემთხვევაში პროგრამა მომეწოდება?
შემოწირულობა სრულიად ნებაყოფლობითია და არანაირ გავლენას არ ახდენს თქვენთვის მომზადებული ინდივიდუალური პროგრამის ხარისხზე, მოცულობასა და შინაარსზე. ნებისმიერ შემთხვევაში თქვენ მიიღებთ პროფესიულ დონეზე, ინდივიდუალურად თქვენთვის შემუშავებულ მოწევის შეწყვეტის პროგრამას.
კითხვა: რა რაოდენობის თანხა უნდა შემოგწიროთ?
ეს თქვენი გადასაწყვეტია. შემოგვწირეთ იმდენი, რამდენსაც თქვენ თვლით საჭიროდ. შემოწირულობის მინიმალური ან მაქსიმალური ზღვარი დაწესებული არ არის.
კითხვა: როგორ მივიღებ პროგრამას?
კითხვარის შევსების შემდეგ თქვენს მიერ მითითებულ მობილურის ნომერზე მომდევნო დღეს, დილის 10:00 საათზე მოგივათ SMS შეტყობინება თქვენი ინდივიდუალური პროგრამის ბმულით. თქვენი პროგრამა ლოგიკურად და ეტაპობრივად დაიწყება მიღებისთანავე.
კითხვა: არის შანსი, რომ მიუხედავად პროგრამაში ჩართვისა მოწევა ვერ შევწყვიტო?
გარანტიის მოცემა, რომ მოწევას 100 პროცენტით შეწყვიტავთ იქნება ტყუილი. ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს მოტივაციაზე რის გამოც გადაწყვიტეთ მოწევის შეწყვეტა და მონდომებაზე, რომელიც თქვენ უნდა გამოიჩინოთ. ასეთ შემთხვევაში, ჩვენი ძლიერი მხარდაჭერის ფონზე მოწევის შეწყვეტა სრულიად რეალურია.