- პროგრამის დაწყების თარიღს ადგენთ თავად თქვენ;
- მოწევის შეწყვეტის პროგრამას SMS შეტყობინების სახით მიიღებთ მობილურ ტელეფონზე თქვენს მიერ მითითებულ დღეს 10:00 საათზე.
თუ პროგრამაში მწეველთა ჯგუფი ერთად ერთვება
- ასეთ შემთხვევაში, პროგრამის დაწყების თარიღს ადგენს ჯგუფის ორგანიზატორი;
- ჯგუფის ორგანიზატორის მიერ მითითებული პროგრამის დაწყების თარიღის წინა დღეს, 10:00 საათზე, ჯგუფის თითოეული წევრი ჩვენგან მიიღებს SMS შეტყობინებას ლინკით, ამ გზით ყოველმა წევრმა უნდა შეავსოს განაცხადი იმავე დღის 17:00 საათამდე.
- შევსებული განაცხადის მიხედვით ჯგუფის თითოეული წევრისთვის შემუშავებული იქნება ინდივიდუალური პროგრამა.
- ჯგუფის ყოველი წევრი მობილურ ტელეფონზე მოწევის შეწყვეტის პროგრამას მიიღებს ჯგუფის ორგანიზატორის მიერ მითითებულ დღეს 10:00 საათზე.