პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ: ფილტრიანი სიგარეტის ან ელექტრონული სიგარეტის პრაქტიულად ჯანმრთელ მწეველებს, ქრონიკული დაავადების მქონე მწეველებს, მწეველ ორსულებს;
ფორმა: დისტანციური, ინდივიდუალური;
მეთოდის არსი: მოწევასთან დაკავშირებული ქცევის კორექცია;
პროგრამის ხანგრძლივობა: 10-14 დღე (მწეველის ინდივიდუალური მახასიათებლების მიხედვით);
დავალებები და რეკომენდაციები: ყოველდღიურად ცვლადი; ციფრული პროგრამა სპეციალისტის მიერ დადგენილი წესით თავად აგენირირებს დღის დავალებებს და რეკომენდაციებს, აყალიბებს აუცილებელ რჩევებს;
მედიკამენტები და სხვა ქიმიური საშუალებები: არა;
სპეციალისტის კონსულტაცია: მოთხოვნით;
მოწევის შეწყვეტა: ეტაპობრივად, პროგრამის ბოლოს სრული შეწყვეტით;
პროგრამის დაწყება: მოწევის შეწყვეტის პროგრამაში ჩართვის მოთხოვნის გამოგზავნით;
პროგრამის ლინკის მიღება: SMS შეტყობინების სახით; შეტყობინების ფორმა:
(პროგრამის მიმდინარეობის განმავლობაში ეს შეტყობინება არ წაშალოთ!)
ლინკიდან პროგრამის მთავარ გვერდზე უნდა შეხვიდეთ ყოველ დილას, გაღვიძებისთანავე;
პროგრამით სარგებლობა: მობილური ტელეფონის საშუალებით (ინტერნეტთან დაკავშირებული); მობილურში პროგრამის მთავარ გვერდს ექნება ეს ფორმა:
(ეს გვერდი ხელმისაწვდომია მხოლოდ თქვენთვის)
SMS შეტყობინებაში განთავსებული ლინკიდან პროგრამის მთავარ გვერდზე უნდა შეხვიდეთ ყოველ დილას, გაღვიძებისთანავე;
პროგრამის ღირებულების გადახდა: საბანკო ანგარიშიდან ანგარიშზე ან ბარათიდან ბარათზე; განაცხადის გამოგზავნის მეორე დღეს, 10:00 საათზე მობილურზე მიიღებთ SMS შეტყობინებას, სადაც მითითებული იქნება თანხის გადმორიცხვის ლინკი;
პროგრამის სტრუქტურა: ღილაკის (პროგრამაზე გადასვლა) საშუალებით გადადიხართ პროგრამის ძირითად გვერდზე; ძირითადი გვერდი იცვლება ყოველდღიურად და ასახავს დღის მთავარ დავალებებებს, მოწევის შეწყვეტის დამხმარე რეკომენდაციებს და რჩევებს.
- პირველი დღე: მწეველის ინდვიდუალური მონაცემების (ნიკოტინზე დამოკიდებულება და მოტივაცია) შეფასება და რეკომენდაციების მიღება პროგრამის ეფექტურად წარმართვისთვის;
- მეორე დღიდან: მოწევის შეწყვეტის დაწყება: ყოველდღე ცვლადი დავალებები, რეკომენდაციები და რჩევები;
- მოწევის შეწყვეტის შემდეგ ოთხი-ხუთი დღის განმავლობაში: მიღწეული შედეგის განმამტკიცებელი რეკომენდაციები და რჩევები.
- პირველი დღე: მწეველის ინდვიდუალური მონაცემების (ნიკოტინზე დამოკიდებულება და მოტივაცია) შეფასება და რეკომენდაციების მიღება პროგრამის ეფექტურად წარმართვისთვის;
- მეორე დღიდან: მოწევის შეწყვეტის დაწყება: ყოველდღე ცვლადი დავალებები, რეკომენდაციები და რჩევები;
- მოწევის შეწყვეტის შემდეგ ოთხი-ხუთი დღის განმავლობაში: მიღწეული შედეგის განმამტკიცებელი რეკომენდაციები და რჩევები.
პროგრამა მწეველთა ჯგუფისთვის (2 ან მეტი მწეველი ერთად): ჯგუფის თითოეული წევრისთვის გენერირდება მოწევის შეწყვეტის ინდივიდუალური პროგრამა;
პროგრამის დაწყების თარიღი: ადგენს ჯგუფის ორგანიზატორი;
ჯგუფის წევრების მიერ განაცხადის შევსება: განაცხადს ავსებს ჯგუფის ყოველი წევრი;
პროგრამის მიღება: თითოეული წევრი მისთვის განკუთვნილ პროგრამას SMS შეტყობინების სახით მიიღებს საკუთარ მობილურ ტელეფონზე
თანხის გადახდა: სრულ ღირებულებას ერთანად იხდის ჯგუფის ორგანიზატორი, ამისთვის მას მიუვა SMS შეტყობინება სრული ღირებულების გადახდის ლინკით;