Picture
რისკის დონე არის მაჩვენებელი, რომელიც ასახავს მოწევის შეწყვეტის პროცესში შესაძლო დამაბრკოლებელი ფაქტორების სიდიდეს;

ცნობილი ფაქტია, რომ მოწევა იწვევს დამოკიდებულებას, რომელიც თავისი შინაარსით შეიძლება იყოს სუსტი, საშუალო ან ძლიერი ხარისხის;

ნიკოტინზე ძლიერი ხარისხის დამოკიდებულება გაცილებით უფრო რთული გასანეიტრალებელია, ვიდრე სუსტი დამოკიდებულება; შესაბამისად, მოწევის შეწყვეტის პროცესში ნიკოტინისადმი ძლიერი დამოკიდებულება გაცილებით უფრო დამაბრკოლებელ ფაქტორს წარმოადგენს ვიდრე სუსტი დამოკიდებულება;

მოწევის შეწყვეტის პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მოტივაციის დონეს, ანუ იმ მიზეზს, რის გამოც გადაწყვიტეთ მოწევის შეწყვეტა;

თავად მოტივაცია შეიძლება იყოს სამი დონის: სუსტი, საშუალო და ძლიერი:

მოწევის შეწყვეტის პროცესში მყოფი მწეველის სუსტი მოტივაცია არის ის ძირითადი კომპონენტი, რომელიც საგრძნობლად ზრდის წარუმატებლობის რისკს;

და პირიქით, ძლიერი მოტივაცია არის გადამწყვეტი ფაქტორი მოწევის შეწყვეტის პროცესში;

ნიკოტინს მხოლოდ ძლიერი მოტივაცია ამარცხებს!

საინტერესო ფაქტია, რომ როცა მწეველს მოწევის შეწყვეტის ძლიერი მოტივაცია გააჩნია, ასეთ შემთხვევაში ყოველგვარ ძალას კარგავს ნიკოტინზე დამოკიდებულების ხარისხი, მათ შორის ძლიერი დამოკიდებულება;

სწორედ ამ მიზეზით, ქრონიკული დაავადებების მქონე და ორსული მწეველების შემთხვევაში ჩვენ უპირველესად ყურადღებას ვაქცევთ მათ მოტივაციას:

- ქრონიკული დაავადების მქონე მწეველის შემთხვევაში ეს მოტივაციაა: ,,მაქვს ჯანმრთელობის პრობლემა და ამ მიზეზით მყარად გადავწყვიტე მოწევის შეწყვეტა"

- მწეველი ორსულის შემთხვევაში - ,,მე რომ ვეწევი ეს საშიშროებას უქმნის ნაყოფის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, ამ მიზეზით მყარად გადავწყვიტე მოწევის შეწყვეტა"

ანუ, აღნიშნული 2 კატეგორიის მწეველებს მოწევის შეწყვეტის ძლიერი მოტივაცია გააჩნიათ; რაც სრულად ანეიტრალებს ნიკოტინზე დამოკიდებულების ხარისხს;

სწორედ ამიტომ, მოწევის შეწყვეტის პროცესში შესაძლო გართულებების გამოვლენის რისკი 0-ის ტოლია; ანუ რისკის დონე = 0;

სულ სხვა მდგომარეობაა პრაქტიკულად ჯანმრთელი მწეველების შემთხვევაში, რადგან ამ კატეგორიის მწეველებში სხვადასხვა ინტენსივობით აღინიშნება 6 ძირითადი მაჩვენებელი:

- ნიკოტინზე დამოკიდებულების 3 მაჩვენებელი (სუსტი, საშუალო, ძლიერი);
​- მოწევის შეწყვეტის მოტივაციის ასევე 3 მაჩვენებელი (სუსტი, საშუალო, ძლიერი);

პრაქტიკულად ჯანმრთელი მწეველების მიერ მოწევის შეწყვეტის პროცესშიც პრიორიტეტულია მოტივაცია, თუმცა რისკის დონის განსაზღვრაში დიდ როლს ნიკოტინზე დამოკიდებულების ხარისხიც განსაზღვრავს;

ჩვენი პროგრამა გამოყოფს სამი კატეგორიის რისკის დონეს:

- 0 - რისკის გარეშე,
- 1 - საშუალო დონის რისკი,
- 2 - ძლიერი დონის რისკი.
რისკის დონის შეფასება ხდება თქვენს მიერ შევსებული განაცხადის საშუალებით; 

არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორიც; კერძოდ, პროგრამის მიმდინარეობის დროს მწეველის მიერ ყოველდღიური დავალებებისა და რჩევების არასათანადო შესრულების შემთხვევაში რისკის დონე საგრძნობლად იზრდება და 2-ს უტოლდება (მიუხედავად იმისა, თუ როგორი იყო რისკის დონე პროგრამის დასაწყისში); შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში წარუმატებლობის შანსი ძალზე მაღალია.

რატომ შევიმუშავეთ რისკის დონეები და რისთვის იყენებს მოწევის შეწყვეტის ციფრული პროგრამა ,,წარმატების ფორმულა" ამ მაჩვენებლებს?

პროგრამაში ჩართული მწეველი რისკის დონის მაჩვენებელს პროგრამის პირველ დღეს გაეცნობა;

რა რისკის დონეც არ უნდა აისახოს თქვენ პროგრამაში, ეს სრულიად არ არის შემაშფოთებელი, უფრო პირიქით, რადგან:

რისკის დონის შეფასება საშუალებას გვაძლევს დავგეგმოთ და მოგაწოდოთ მოწევის შეწყვეტის ინდივიდუალური პროგრამა, რომელშიც გათვალისწინებულია რისკის მაჩვენებელი და მისი განეიტრალებისთვის აუცილებელი აქტივობები (დავალებები, რჩევები და რეკომენდაციები); 

თუმცა, კვლავაც გავიმეორებთ, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება თქვენს მონდომებას, რაც პროგრამის ფარგლებში ყოველდიური დავალებების, რჩევებისა და რეკომენდაციების უპირობო შესრულებაში გამოიხატება;

ასეთ შემთხვევაში, რისკის დონე მაქსიმალურად მცირდება და 0-ს უტოლდება.

ასეთი მიდგომის შედეგად ჩვენი პროგრამის ფარგლებში მოწევის შეწყვეტის პროცესი მიმდინარეობს ზედმეტი გართულებებისა და დაბრკოლებების გარეშე, რაც საბოლოო მიზნის მიღწევაში გადამწყვეტ როლს თამაშობს.

გისურვებთ წარმატებას; ჩვენ წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ ერთობლივი ძალისხმევით!​