Picture
- გამოგვიგზავნეთ განაცხადი პროგრამაში ჩართვის შესახებ
განაცხადის ფორმის შევსებისთვის უნდა აირჩიოთ თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობა; ამ მიმართულებით სამი პუნქტია მოცემული:
1. ვარ პრაქტიკულად ჯანმრთელი
2. მაქვს ჯანმრთელობის პრობლემა
​3. ვარ ორსული

​​
- განაცხადში თქვენს მიერ მითითებული მონაცემების მიხედვით დგინდება სამი ძირითადი პარამეტრი:
1. ნიკოტინზე დამოკიდებულების ხარისხი;
2. მოწევის შეწყვეტის მოტივაციის დონე;
3. პირველი ორი პარამეტრის გათვალისწინებით განისაზღვრება მოწევის შეწყვეტასთან დაკავშირებული რისკის დონე: 0 - რისკის გარეშე, 1 - საშუალო დონის რისკი, 2 - ძლიერი დონის რისკი;

- აღნიშნული 3 პარამენტრის საფუძველზე ვადგენთ თქვენზე მორგებულ მოწევის შეწყვეტის ინდივიდუალურ პროგრამას, რომელიც გაითვალისწინებს თქვენ ინდივიდუალურ მახასიათებლებს და ამით გამორიცხავს მოწევის შეწყვეტის პროცესში ყოველგვარ რისკებს;
Picture
თუ პროგრამაში მწეველთა ჯგუფი ერთვება, ასეთ შემთხვევაში ჯგუფის თითოეული წევრისთვის ზემოთ მითითებული წესით გენერირდება მოწევის შეწყვეტის ინდივიდუალური პროგრამა;
Picture
პროგრამის დაწყების თარიღს ადგენთ თავად თქვენ; ამისთვის, განაცხადის შევსებისას უნდა მიუთითოთ პროგრამის დაწყების თარიღი;
Picture
მწეველთა ჯგუფის შემთხვევაში ​პროგრამის დაწყების თარიღს ადგენს ჯგუფის ორგანიზატორი.
Picture
მოწევის შეწყვეტის პროგრამის ლინკს მიიღებთ SMS შეტყობინების სახით;
Picture
ჯგუფის შემთხვევაში - თითოეული წევრი მისთვის განკუთვნილ პროგრამას SMS შეტყობინების სახით მიიღებს საკუთარ მობილურ ტელეფონზე.

მიღებულ SMS შეტყობინებას ექნება ეს ფორმა:
(პროგრამის მიმდინარეობის განმავლობაში ეს შეტყობინება არ წაშალოთ!)
Picture
SMS შეტყობინების მიღებისთანავე გადადით მითითებულ ლინკზე, წინააღმდეგ შემთხვევაში პროგრამა არ გააქტიურდება!​
Picture
მობილურში პროგრამის მთავარ გვერდს ექნება ეს ფორმა:
Picture
​(ეს გვერდი ხელმისაწვდომია მხოლოდ თქვენთვის)

SMS შეტყობინებაში განთავსებული ლინკიდან პროგრამის მთავარ გვერდზე უნდა შეხვიდეთ ყოველ დილას, გაღვიძებისთანავე;
Picture
პროგრამის ღირებულების გადახდა

განაცხადის გამოგზავნის მეორე დღეს, 10:00 საათზე მობილურზე მიიღებთ SMS შეტყობინებას, სადაც მითითებული იქნება თანხის გადმორიცხვის ლინკი;

ამ ლინკის საშუალებით გადამისამართდებით გვერდზე საიდანაც უნდა მოახდინოთ პროგრამის ღირებულების გადახდა თქვენი საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანით;

თანხის გადახდის შემდეგ, უნდა დაადასტუროთ თანხის გადმორიცხვა;

დადასტურების გვერდის ლინკიც მოთავსებული იქნება მიღებულ SMS შეტყობინებაში.
Picture
ჯგუფის შემთხვევაში, ჯგუფის ორგანიზატორის მიერ მოთხოვნის გამოგზავნის შემდეგ მას მიუვა SMS შეტყობინება სრული ღირებულების გადახდის ლინკით;

თანხის გადახდის შემდეგ, ჯგუფის ორგანიზატორმა უნდა დაადასტუროს თანხის გადმორიცხვა. 
Picture
თუ თანხას არ გადმორიცხავთ და არ დაადასტურებთ თანხის გადმორიცხვას, ასეთ შემთხვევაში, მიუხედავად გამოგზავნილი განაცხადისა, პროგრამა არ მოგეწოდებათ.
Picture
პროგრამის სტრუქტურა
​ღილაკის (პროგრამაზე გადასვლა) საშუალებით გადადიხართ პროგრამის ძირითად გვერდზე; ძირითადი გვერდი იცვლება ყოველდღიურად და ასახავს დღის მთავარ დავალებებებს, მოწევის შეწყვეტის დამხმარე რეკომენდაციებს და რჩევებს.

​- პირველი დღე: მწეველის ინდვიდუალური მონაცემების (ნიკოტინზე დამოკიდებულება და მოტივაცია) შეფასება და რეკომენდაციების მიღება პროგრამის ეფექტურად წარმართვისთვის;
მეორე დღიდან: მოწევის შეწყვეტის დაწყება: ყოველდღე ცვლადი დავალებები, რეკომენდაციები და რჩევები;
​- მოწევის შეწყვეტის შემდეგ ოთხი-ხუთი დღის განმავლობაში: მიღწეული შედეგის განმამტკიცებელი რეკომენდაციები და რჩევები.
Picture
პროგრამის მიმდინარეობა

- უშუალოდ მოწევის შეწყვეტის პროგრამა ავტომატურად დაიწყება და დამთავრდება სრული ციკლის გავლის შემდეგ; პროგრამის დამთავრებისთანავე ის არააქტიური ხდება.
- ღილაკზე ,,პროგრამაზე გადასვლა" უნდა დააკლიკოთ ყოველდღე, გაღვიძებისთანავე; ღილაკის საშუალებით გადახვალთ პროგრამით გათვალისწინებულ დღის დავალებებზე, რეკომენდაციებსა და რჩევებზე;
- ციფრული პროგრამა სპეციალისტის მიერ დადგენილი წესით თავად აგენირირებს დღის დავალებებს და რეკომენდაციებს, აყალიბებს აუცილებელ რჩევებს;
- ყველა ეს მახასიათებელი იცვლება დღეების მიხედვით.
Picture
წინასწარი რეკომენდაციები

პროგრამის მიმდინარეობის პერიოდში უნდა შეასრულოთ ეს რეკომენდაციები:

- იკვებეთ ჩვეულ რეჟიმში, მოერიდეთ ცხარე და მლაშე კერძებს, უპირატესობა - ბოსტნეულს;
- მაქსიმალურად შეზღუდეთ ყავის და სხვა კოფეინის შემცველი პროდუქტის მიღება. ეცადეთ ყავა ჩაანაცვლოთ წვენით, ჩაით ან წყლით;
- ტკბილეული მიირთვით ზომიერად;
- მიიღეთ რაც შეიძლება მეტი მანდარინი, ფორთოხალი ან ლიმონის ნაჭერი;
- ერიდეთ გაზიან სასმელებს, სასარგებლოა რძე. ეცადეთ დალიოთ 1 ჭიქა თბილი ან ცივი რძე ყოველ 2-3 საათში;
- ალკოჰოლური სასმელები კატეგორიულად აკრძალულია - თუნდაც მცირე დოზა;
​- თუ ავტომობილს მართავთ - საჭესთან ჯდომის დროს დროს მუდამ გამოიყენეთ უშაქრო პიტნის შემცველი საღეჭი რეზინა;

- ერიდეთ ხალხმრავალ და მწეველების თავშეყრის ადგილებს;
​- კატეგორიულად აკრძალულია თამბაქოს სხვა პროდუქტის მიღება (მაგ. ელ. სიგარეტი, ვაპოვაიზერი, აიქოსი).


გისურვებთ წარმატებას - ცხოვრებას ნიკოტინის გარეშე!​