Picture

მოუსმინეთ აუდიო AI გიდს

ან წაიკითხეთ ტექსტური განმარტება

,,ანტინიკოტინის" ​მოწევის შეწყვეტის პროგრამა დაფუძნებულია ქცევის კორექციის მეთოდზე და არ ითვალისწინებს ფარმაკოლოგიური საშუალებების გამოყენებას;

პროგრამა ითვალისწინებს მოწევასთან დაკავშირებულ ყველა შესაძლო კომპონენტს;

პროგრამა საშუალებას იძლევა უშუალოდ მოწევასთან დაკავშირებული ჩვევების განეიტრალებას და მოწევის მიმართ ორგანიზმის დამოკიდებულების ცვლილებას; რის შედეგადაც თუ მოწევა ადრე მწეველისთვის იყო მისაღები, პროგრამის შედეგად მოწევა ხდება მიუღებელი, ხშირ შემთხვევაში კი - აუტანელი;

ნებისმიერი მწეველი ნიკოტინზეა დამოკიდებული, ამის გამო მოწევა რიტუალურ ხასიათს ატარებს როგორც მოწევას შორის დროის შუალედების, ასევე უშუალოდ მოწევის პროცესის მიხედვით;

გარდა ფიზიკური დამოკიდებულებისა, მწეველს ნიკოტინის მიმართ ფსიქოლოგიური დამოკიდებულებაც გააჩნია;

საბოლოო ჯამში, ფსიქოლოგიური დამოკიდებულება მართავს მწეველის მოწევასთან დაკავშირებულ პროცესს, ხოლო ფიზიკური დამოკიდებულება უზრუნვეყოფს ამ დამოკიდებულების განმტკიცებას და განვითარებას უშუალოდ მოწევის გზით;

ყოველივეს გათვალისწინებით, პროგრამის მეთოდი ითვალისწინებს ორივე სახის დამოკიდებულების წინააღმდეგ ეფექტური ფორმების განვითარებას და ამ გზით უზრუნველყოფს ნიკოტინზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური დამოკიდებულების ჩანაცვლებას ნიკოტინის მიუღებლობით - როგორც ფიზიკურ, ასევე ფსქოლოგიურ ასპექტში;

იმისათვის, რომ პროგრამამ წარმატებით იმუშაოს, აუცილებელია რომ მწეველს ჰქონდეს მოწევის შეწყვეტისთვის რაც შეიძლება ძლიერი მოტივაცია; 

სუსტი ან საშუალო დონის მოტივაციის არსებობის შემთხვევაში პროგრამა იძულებულია განახორციელოს დამატებითი აქტივობები; შესაბამისად, მწეველის მხრიდან სათანადო მონდომების შემთხვევაში პროგრამა აუცილებლად უზრუნველყოფს წარმატების მიღწევას.
Picture
პროგრამის პირველი კომპონენტი:
პროგრამაში მონაწილის მიერ ფსიქოლოგიური სიმტკიცის გამძლავრება

ეს კომპონენტი ხელს უწყობს მოწევის შეწყვეტის პროცესის მიმართ მწეველის მზადყოფნის საგრძნობ გაზრდას; საბოლოო ჯამში, მწეველი ფსიქოლოგიურად მოწევის შეწყვეტისთვის სრულიად მზად არის, ხოლო ნიკოტინის მიმართ ფსიქოლოგიური დამოკიდებულება მინიმუმამდე ეცემა;
Picture
პროგრამის მეორე კომპონენტი:
მოწევის მიმართ მკვეთრად უარყოფითი ფიზიკური დამოკიდებულება

პროგრამის ფარგლებში მწეველი სრულად ცვლის მოწევის ტექნოლოგიას; ანუ ის აღარ ეწევა ისე, როგორც პროგრამაში ჩართვამდე ეწეოდა; მოწევის კორექციის ეს მეთოდი ხელს უწყობს სიგარეტისა და მისი კვამლის მიმართ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას; ხოლო პროგრამაში მონაწილეთა აბსოლუტურ უმრავლესობას მოწევის მიმართ ძლიერი ზიზღი უყალიბდება.
Picture
პროგრამის მეთოდს თან ახლავს დამხმარე ყოველდღიური რეკომენდაციების ნაკრები, რომელიც ვრცელდება დღის ნებისმიერ შუალედში - გაღვიძებიდან დაძინებამდე; აღნიშნული ნაკრები ხელს უწყობს ქცევის კორექციის ძირითადი ორი კომპონენტის წარმატებულად განხორციელებას;

საბოლოო ჯამში, მწეველი პროგრამის საშუალებით თანდათანობით ამცირებს დღეში მოწეულ ღერებს, პარალელურად ამზადებს ორგანიზმს მოწევისგან თავისუფალი ცხოვრებისთვის და რაც მთავარია ამ პროცესში პროგრამა ყოველგვარ გართულებებს გამორიცხავს;

პროგრამის ბოლოს ან პროგრამის მიმდინარეობის შუა პერიოდში მწეველს არათუ სურვილი აღარ აქვს რომ მოწიოს, არამედ ჩამოყალიბებული აქვს მოწევის მიმართ მკვეთრად გამოხატული უარყოფითი დამოიდებულება, რაც განმტკიცებულია როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურად.

მოწევის შეწყვეტის შემდეგ ყოფილი მწეველი პროგრამის ფარგლებში გადის შედეგის განმამტკიცებელ ეტაპს, რის შედეგაც მიღწეული შედეგის გამყარება ხდება.

აირჩიეთ ანტინიკოტინი და ერთად დავამარცხოთ ნიკოტინი!

გისურვებთ წარმატებას!