„ანტინიკოტინი“ მხოლოდ ერთი მიზნით შეიქმნა — დაეხმაროს რაც შეიძლება მეტ ადამიანს მოწევის შეწყვეტაში.
გვჯერა, რომ ასეთი მხარდაჭერა ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს და ფინანსური შესაძლებლობები არ უნდა გახდეს იმ გადაწყვეტილების დაბრკოლება, რომელიც ჯანმრთელობის გაუმჯობესებას ემსახურება.
სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ინდივიდუალური მოწევის შეწყვეტის პროგრამა სრულიად უფასოდ გავხადოთ.
ამასთანავე, პლატფორმის განვითარება, ახალი პროგრამებისა და მასალების შექმნა, ტექნიკური მხარდაჭერა და უფრო მეტი მწევლის ინფორმირება მუდმივ რესურსს საჭიროებს.
„ანტინიკოტინი“ არ არის კომერციული პროექტი. მისი არსებობა და განვითარება დამოკიდებულია იმ ადამიანების ნებაყოფლობით მხარდაჭერაზე, რომლებმაც ჩათვალეს, რომ ამ პლატფორმამ მათთვის ან სხვა ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა.
თუ სურვილი გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ ნებისმიერი ოდენობის შემოწირულობით მხარი დაუჭიროთ „ანტინიკოტინს“- ყველა შემოწირულობა სრულად ხმარდება „ანტინიკოტინის“ განვითარებას, ახალი პროგრამების შექმნასა და პლატფორმის ტექნიკურ გაუმჯობესებას.
მნიშვნელოვანია იცოდეთ:
შემოწირულობა სრულიად ნებაყოფლობითია და არანაირ გავლენას არ ახდენს თქვენთვის მომზადებული ინდივიდუალური პროგრამის ხარისხზე, მოცულობასა და შინაარსზე.
ნებისმიერ შემთხვევაში თქვენ მიიღებთ პროფესიულ დონეზე, ინდივიდუალურად თქვენთვის შემუშავებულ მოწევის შეწყვეტის პროგრამას.
თუ გადაწყვეტთ მხარი დაგვიჭიროთ, ეს იქნება მნიშვნელოვანი წვლილი იმაში, რომ „ანტინიკოტინმა“ მომავალშიც შეძლოს უფრო მეტი ადამიანის დახმარება. თქვენი მხარდაჭერით შესაძლოა კიდევ ერთმა ადამიანმა შეძლოს მოწევის შეწყვეტა.
გმადლობთ ნდობისა და მხარდაჭერისთვის!