მანამ სანამ მოზარდს დაელაპარაკებით მოწევის მავნებლობის თაობაზე, უნდა იცოდეთ მისი ფსიქიკის თავისებურების შესახებ.
ფაქტებზე დაყრდობით, მიწოდებული სტატისტიურად გამყარებული ინფორმაციით, თქვენ შეგიძლიათ დაარწმუნოთ უფროსი რიგ საკითხებში, მაგრამ არასრულწლოვანთან საქმე ასე იოლად არ გამოდის.
ამ შემთხვევაში მთავარია აუხსნათ, რომ ამ მავნე ჩვევაზე დამოკიდებულება ადვილად ხდება; ხოლო, მისგან თავის დაღწევა ბევრად რთული და პრობლემატურია.
აქვე გასათალისწინებელია, რომ მცირე ასაკში უფრო მარტივად ხდება ადამიანი დამოკიდებული რიგ ჩვევებზე განსაკუთრებით მავნეზე, ვიდრე ზრდასრულობისას. აქვე გირჩევთ, რომ განუმარტოთ მას, რომ მხოლოდ ის არის პასუხისმგებელი იმ მავნე შედეგებზე რასაც მას მოწევა და სიგარეტი მოუტანს.
ჯანმრთელი ცხოვრების პროპაგანდისას გამოიყენება რამდენიმე მეთოდი. მოზარდთან ყველაზე ნაკლებ-ეფექტურია ლექცია მოწევის მავნებლობაზე. საუბრის დასრულების მომენტიდან, მცირე დროშივე ადამიანების უმრავლესობას ავიწყდება მოსმენილი ინფორმაცია. პლაკატებსაც და აგიტაციასაც არ მოაქვს იმდენად ღირებული კონკრეტული შედეგი. ყველაზე ეფექტურია, როდესაც ადამიანი თავისივე სურვილით ეძებს ინფორმაციას ამ თემაზე სამედიცინო ნაშრომებსა ან ინტერნეტში.
სასარგებლოა, თუ მოახერხებთ და მოზარდს ჩართავთ პრობლემის შესახებ დიალოგში. ნუ ექნება ამ ყველაფერს ლექციის სახე, მიეცით მას უფლება გამოთქვას თავისი აზრი და დამოკიდებულებები.
ეს ძალიან მნიშვნელოვანია, აქვე საინტერესოა აქვს თუ არა უკვე მას შეხება სიგარეტთან და ამ მავნე ჩვევის გამოცდილება.
როგორც წესი, ყველაზე ხშირად მოზარდები იწყებენ მოწევას იმ ოჯახებიდან, სადაც რომელიმე წევრი უკვე ეწევა. განსაკუთრებით თუ ეს არის უფროსი ან აღმზრდელი. ის მოქმედებს არასრულწლოვანის ფსიქიკურ და გონებრივ განვითარებაზე, რადგან აძლევს მას მაგალითს.
იმ შემთხვევაშიც თუ, დედა, მამა, და არც ბებია-ბაბუა არ ეწევა, არიან მეზობლები და ნათესავები რომლებიც ეწევიან. შესაძლოა ასევე არიან მეგობრები რომლებიც ეწევიან, ან საყვარელი მსახიობები და მომღერლები, რომლებსაც ასე აშკარად ბაძავს ახალგაზრდა თაობა.
ყველაფერი ეს უბიძგებს მოზარდს ამ მავნე ჩვევისკენ, ინტერესს მაინც უჩენს რომ გასინჯოს ის.
10-14 წლის ასაკი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშებისთვის. თუ თქვენ აპირებთ მას დაელაპარაკოთ, თუ რაოდენ მავნებელია თამბაქოს მოწევა ჯანმრთელობისთვის, გირჩევთ პირველ რიგში თქვენც დაანებოთ მას, თუ ამას არ აკეთებთ საკუთარი თავისთვის, გააკეთეთ ეს თქვენი შვილისთვის და საყვარელი ადამიანისთვის.
მოყოლა, თუ რა ზიანი მოქვს მოწევას, შეიძლება ბევრნაირად. დაიწყეთ თუ რა ნივთიერებებისგან შედგება სიგარეტი. რატომ ითვლება ის მავნედ. აქვე განმარტეთ თუ რა პრობლემები შეიძლება მოუტანოს მან ჯანმრთელობას.
მნიშვნელოვანია, მოზარდმა დაიჯეროს ეს ყველაფერი, მიეცით მას დიალოგში ჩართვის საშუალება, და ის დარწმუნებული უნდა იყოს რომ ვინც მას ელაპარაკება სიგარეტის მავნებლობაზე, თავად არ ეწევა და მართლაც უარყოფითი დამოკიდებულება აქვს მოწევის მიმართ. უმჯობესია დაელაპარაკოს არასრულწლოვანს ის ვინც მისთვის ავტორიტეტია, შეიძლება ეს იყოს ბიძა, ან სხვა ვინმე. არაა აუცილებელი იყოს მშობელი.
არასრულწლოვანთან სიგარეტის შესახებ საუბრის მთავრი მიზანია, რომ გაიგოთ თუ რა მიზნით დაიწყო მან სიგარეტის მოწევა. შესაძლოა მას სურს ამ გზით აიმაღლოს თვითშეფასება, ან დაანახოს თანატოლებს, რომ ის მათზე დიდია და დამოუკიდებელი. ან შეიძლება ცდილობს ვინმე გოგოს მოაწონოს თავი ამ გზით. ყველა სიტუაციაში ეცადეთ, მოზარდს თვითშეფასება აუმაღლოთ, არა ჩხუბით, რომ ის ცუდია რადგან ეწევა, არამედ ურჩიეთ, სხვა გზები იმ პრობლემების გადაჭრაში რაც მას აწუხებს.
თუ არასრულწლოვანი ხედავს რომ თქვენ რეალურად მას ემეგობრებით და უფრო გაინტერესებთ მისი პრობლემები ვიდრე მხოლოდ "აღმზრდელობითი ლექციები" ის უფრო გაგეხსნებათ და გაგითვალისწინებთ. თუ თქვენ გაიგეთ, რომ ის იმიტომ ეწევა რადგან ცდილობს გოგოგოების წრეში პოპულარობა მოიპოვოს, ურჩიეთ ვარჯიში, მიეცით სხვა რჩევები, აჩუქეთ სავარჯიშო ცენტრის აბონიმენტი. თუ ესაუბრებით გოგოს, მასაც აუხსენით სიტუაცია, მიდგომა ასეთ დროს ძალიან ინდივიდუალურია.
არასრულწლოვანისთვის აუცილებელია მოტივიაცია, რომ მან დაანებოს ამ მავნე ჩვევას თავი. თქვენ სწორად უნდა შეარჩიოთ თქვენი არგუმენტი, მაგალითად თუ ელაპარაკებით 15 წლის გოგოს, რომ მოწევა მავნებელია და ის ნაადრევად აბერებს კანს და იწვევს პრობლემებს ის თქვენ არ დაგიჯერებთ, მას ეს პრობლემა ახლა არ აწუხებს, თუ ეტყვით, რომ ვინც არ ეწევა მას გარდატეხის ასაკის გამონაყარი მალე მოშორდება, ეს უფრო მნიშვნელოვანი იქნება მისთვის.
ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დოგმად ითვლება, რომ მოწევა ეხმარება ადამიანს გახდომაში. თანამედროვე გაგებაში, სამწუხაროდ სიგამხდრე ასოცირდება სიალამაზესთან. სამწუხაროა, როდესაც არასრულწლოვანი ამ მცდარი შეხედულებით ხელმძღვანელობს, რომ რაც უფრო გამხდარია უფრო ლამაზია.
ასევე გავრცელებულია, რომ სიგარეტის მოწევა ადამიანს ამშვიდებს, ეს არის სიცრუე, გარკვეული დროით ადამიანს ყურადღება სხვა რამეზე გადააქვს და ეს ითვლება ,,დამშვიდებად."
აუხსენით არასრულწლოვანს, რომ ეს ასე არაა, თორემ შესაძლოა ბევრმა თუნდაც ამიტომ გასინჯოს ის, რომ ახდუნებს, ან რომ ამშვიდებს.
თუ არასრულწლოვანს ზედმეტი წონა აწუხებს და მის გამო ფიქრობს სიგარეტის მოწევის დაწყებას, დაეხმარეთ მას ამ პრობლემის უფრო ჯანმრთელად გადაჭრაში.
ერთი სიტყვით ყველა მითი რაც არის შექმნილი სიგარეტზე, მასთან ერთად განიხილეთ და დაუსაბუთეთ, მიეცით ამ ყველაფერს დიალოგის სახე და არა სალექციო კურსის.