​მწეველო,

ველოსიპედზე მჯდარხარ?

გაიხსენე როცა პირველად დაჯექი ველოსიპედზე, ალბათ ეს უფრო ბავშვობის პერიოდში იყო, ან მოზარდობის ასაკში...

გაიხსენე პირველად როგორ გაგიჭირდა ველოსიპედის მართვა - წონასწორობას ვერ ინარჩუნებდი, სანამ გაატარებდი რამოდენიმეჯერ წაიბორძიკე, შეიძლება დავარდი კიდეც და ფეხიც იტკინე; გეშინოდა, ფრთხილობდი და ნერვიულობდი. იყო გაწბილებაც და უიმედობაც....

ამ მომენტში ბევრს უთქვამს - არ მინდა!  აღარ მინდა!... ჩამომხტარა ველოსიპედიდან და გაბრაზებული გვერდზე გამდგარა; მაგრამ, მცირე ხანში კვლავ შემჯდარა ველოსიპედზე და გაუტარებია კიდეც...

გაიხსენე, რა ბედნიერი იყავი როცა მიზანს მიაღწიე და ორთვალაზე შემჯდარმა ლაღად გაინავარდე. ეს იყო ბედნიერების წუთები, რომელმაც შენში საკუთარი თავის მიმართ რწმენა გააძლიერა. შენ მოინდომე, მართალია იწვალე, მაგრამ მაინც შეძელი -  შენ გაიმარჯვე!

იცი რატომ გაიმარჯვე?

იმიტომ, რომ გქონდა ძლიერი სურვილი - რადაც არ უნდა დაგჯდომოდა გაგევლო ველოსიპედით!

სწორედ ძლიერმა სურვილმა და დასახულმა მიზანმა განაპირობა ეს გამარჯვება!

გაიხსენე, ისიც, რომ შეიძლება ამ მომენტში შენს გვერდზე იდგა ოჯახის წევრი ან მეგობარი, რომელიც ველოსიპედს გიჭერდა, გარიგებდა და გეხმარებოდა მიზნის შესრულებაში....

მწეველო, მოწევის შეწყვეტა შენი ცხოვრების უდიდესი მიზანია, რომლის განხორციელებაზე დიდად არის დამოკიდებული შენი კეთილდღეობა, ჯანმრთელობა, ფინანსური სიძლიერე, შენი ოჯახის წევრებისა და ახლობლების სიხარული...

ტყუილად არ გაგახსენეთ ველოსიპედის ამბავი... მოწევის შეწყვეტაც იგივეა, მასაც ახლავს გაურკვევლობა და შიშიც, წარუმატებელი მცდელობისა და ხელის ჩაქნევის რისკიც, მაგრამ....

გაიხსენე რამ გაგამარჯვებინა ველოსიპედის შემთხვევაში:

ძლირმა სურვილმა და დასახულმა მიზანმა!

დიახ, შენ თუ მოწევის შეწყვეტისთვის იგივე უნარებს გამოავლენ - ამ შემთხვევაშიც აუცილებლად გაიმარჯვებ!

დაისახე მიზნად ცხოვრება თამბაქოს გარეშე, გაამყარე ეს მიზანი ძლიერი მოტივაციით და შენ მიაღწევ საწადელს - გახდები არამწეველი, გახდები ნიკოტინისგან დამოუკიდებული და გვერწმუნე, როგორც კი შედეგს მიაღწევ ისეთივე ლაღი გახდები, როგორც მაშინ, როცა ველოსიპედი პირველად გაატარე!

დაბოლოს, ყოველთვის გჯეროდეს, რომ ამ შემთხვევაშიც შენ გვერდზე იდგებიან და ყველანაირად დაგეხმარებიან ოჯახის წევრები, ახლობლები და ჩვენ - ,,ანტინიკოტინის" გუნდი;

მუდამ გახსოვდეს - შეუძლებელი არაფერია!

წარმატებას გისურვებთ!

გსურთ სამუდამოდ გათავისუფლდეთ ნიკოტინისგან? ჩაერთეთ თქვენზე მორგებულ მოწევის შეწყვეტის ინდივიდუალურ ციფრულ პროგრამაში