​ელექტრო სიგარეტის მოხმარების პროცესს ვეიპინგი ეწოდება.

ელექტრო სიგარეტი მასში არსებულ სითხეს გარდაქმნის ორთქლად და ადამიანს თამბაქოს მოწევის შეგრძნება ეუფლება. ელექტროსიგარეტი შეიცავს ნიკოტინს და სხვა ქიმიურ ნივთიერებებს.

ისევე, როგორც ჩვეულებრივი სიგარეტი, ელექტრო სიგარეტის უმეტესობა შეიცავს ნიკოტინს საკმაოდ დიდი რაოდეობით (ერთი ელექტრო სიგარეტის სითხეში იმდენი ნიკოტინია, რამდენიც ერთ შეკვრა სიგარეტში).

ვეიპინგი საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA)-ს მიერ არ არის დამტკიცებული, როგორც მოწევისთვის თავის დანებების საშუალება, თუმცა ზოგიერთი კვლევის თანახმად, ელექტრო სიგარეტს გააჩნია გარკვეული როლი ამ მიზნის მიღწევაში.

ვეიპინგი ისევე იწვევს დამოკიდებულებას, როგორც ჩვეულებრივი სიგარეტი. ელექტრო სიგარეტების დიდი ნაწილი შეიცავს ნიკოტინს, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას.

ელექტრო სიგარეტი უფრო ნაკლებ საშიშ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს, ვიდრე ჩვეულებრივი სიგარეტი. მაგრამ, მისი ორთქლი არც თუ ისე უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის ნიკოტინის შემცველობის გამო.

მასში გვხვდება ქიმიური ნივთიერება დიაცეტილი, რომელიც დაკავშირებულია ფილტვის კიბოსთან. აეროზოლი, რომელიც ელექტრო სიგარეტის მოხმარების შედეგად გამოიყოფა შეიცავს ჯანმრთელობისთვის საზიანო მრავალ ქიმიურ ნივთიერებას:

ნიკოტინი;
დიაცეტილი;
მძიმე მეტალები(ნიკელი, კალა, ტყვია);
სიმსივნის გამომწვევი ნივთიერებები

გსურთ სამუდამოდ გათავისუფლდეთ ნიკოტინისგან? ჩაერთეთ თქვენზე მორგებულ მოწევის შეწყვეტის ინდივიდუალურ ციფრულ პროგრამაში