გაეცანით ორგანიზმში მიმდინარე ჯანსაღ ცვლილებებს მოწევის შეწყვეტიდან ერთი თვის განმავლობაში.
ბოლო ღერი სიგარეტიდან 20 წუთში:
თქვენი ორგანიზმი მწყობრში ასე მალე ვერ დგება, თუმცა დადებითი ზეგავლენა უკვე საგრძნობია. სისხლის წნევა და პულსაცია სტაბილიზდება, ბრონქიოლების ბოლოებში არსებულ საჰაერო პარკებში, ალვეოლებში, აირების მიმოცვლა ნორმალურ რეჟიმს უბრუნდება.
ბოლო ღერი სიგარეტიდან 8 საათში:
რვა საათში, ნახშირბადის მონოქსიდის დონე ნორმალიზდება. თამბაქოს მოწევისას, სწორედ ეს ქიმიური ელემენტი ანაცვლებს სისხლში ჟანგბადის მოლეკულებს, რაც მთელი რიგი პრობლემების მიზეზი ხდება; იკლებს ქსოვილების ჟანგბადით მომარაგება, მწეველს აწუხებს ქოშინი, სუნთქვის უკმარისობა, უენერგიობა.
ბოლო ღერი სიგარეტიდან 24 საათში:
თუ ბოლო სიგარეტის მოწევიდან 24 საათი გავიდა, ითვლება, რომ გულის შეტევის რისკი შემცირებულია, რადგან სისხლში ჟანგბადის დონე საგრძნობლად იმატებს. სისხლი მდიდრდება ჟანგბადით, უმჯობესდება მისი მიმოქცევა და შესაბამისად, გულის ფუნქცია.
ბოლო ღერი სიგარეტიდან 48 საათში:
2 დღე გავიდა რაც მწეველი აღარ ხართ, შესაბამისად დაზიანებული ნერვული დაბოლოებები იწყებს თავიდან ზრდას. შესაძლოა იმ შეგრძნებების გაუმჯობესება, რომელიც მოწევისას დაქვეითებული გქონდათ. გაგიუმჯობესდებათ გემოსა და სუნის შეგრძნება.
ბოლო ღერი სიგარეტიდან 72 საათში:
3 დღის შემდეგ უფრო მარტივად დაიწყებთ სუნთქვას, რადგან ფილტვის ალვეოლები მოდუნებას იწყებენ და უკეთ იხსნებიან. ეს დადებითად აისახება ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის მიმოცვლაზე.
ფილტვების სასიცოცხლო ტევადობა იზრდება.
ერთი კვირა სიგარეტის გარეშე:
ეს უკვე სერიოზული განაცხადია, არა მხოლოდ ჯანმრთელობის, არამედ ნებისყოფის თვალსაზრისითაც. სტატისტიკურად, ამ ნიშნულზე მისული ადამიანებისთვის, მოწევაზე საბოლოო უარის თქმის შანსი 9-ჯერ არის გაზრდილი.
ბოლო ღერი სიგარეტიდან ორ კვირში:
გაუმჯობესებული ცირკულაცია და ორგანიზმის ჟანგბადით მომარაგება აისახება არა მხოლოდ უკეთ სუნთქვაში, არამედ უფრო მსუბუქად სიარულშიც. გილოცავთ, თქვენი ფილტვების ფუნქცია 30%-ით გაუმჯობესებულია.
ერთი თვე უსიგარეტოდ:
გამოკითხულთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ დანებებიდან ერთი თვის თავზე, გრძნობს მომატებულ ენერგიას, ცხოვრების გაუმჯობესებულ ხარისხს, შემცირებულია ქოშინი და მოწევასთან დაკავშირებული სხვა სიმპტომები.
ამავდროულად, ფილტვების ბოჭკოების ზრდა აქტიურად მიმდინარეობს, რაც შედეგად აჩენს ლორწოვან გარსს და ორანიზმი ბაქტერიული ინფექციებისგან თავდაცვის უკეთეს უნარს იძენს.