ნიკოტინი — ქიმიური ნივთიერება, რომელიც მცენარეებში არსებობს. ყველაზე დიდი რაოდენობით ის თამბაქოს ფოთოლში გვხვდება, თუმცა ნიკოტინს მცირე მოცულობით სხვა ისეთი მცენარეებიც შეიცავს, როგორებიც არის: ბადრიჯანი, კარტოფილი და პომიდორი.
მეცნიერული მტკიცებულებების თანახმად, მხოლოდ თამბაქოს ფოთოლში გვხვდება ნიკოტინის საკმარისი რაოდენობა იმისათვის, რომ მან ადამიანის ჯანმრთელობაზე ფარმაკოლოგიური ზეგავლენა იქონიოს.
ნიკოტინის შეწოვა ადამიანის ორგანიზმში ფილტვების, კანისა და პირის ღრუს მეშვეობით ხდება. მას შემდეგ, რაც ნივთიერება სისხლში მოხვდება, ის სხვადასხვა ქსოვილამდე და ორგანომდე, მათ შორის ტვინის უჯრედებამდეც აღწევს.
ნივთიერება ასტიმულირებს დოფამინის გამოყოფას, რაც ადამიანში კმაყოფილების შეგრძნებას იწვევს. რაც უფრო დიდი დოზითა და სიხშირით მოიხმარს ინდივიდი ნიკოტინს, მით უფრო იზრდება ორგანიზმის ტოლერანტობა ამ ნივთიერებისადმი, შესაბამისად, ორგანიზმი სულ უფრო და უფრო მეტ ნიკოტინს მოითხოვს. შედეგად, ადამიანს უვითარდება დამოკიდებულება.
მოწევასთან დაკავშირებულ დაავადებებს იწვევს არა ნიკოტინი, არამედ თამბაქოს კვამლში არსებული ტოქსიკური ნივთიერება.
ორგანიზმში ნიკოტინური ალკალოიდების დეპოს ე.წ. ნიკოტინური რეცეპტორები წარმოადგენენ.
მწეველის ორგანიზმი შეიცავს ნიკოტინის აქტიურ და პასიურ ფრაქციებს.
ნიკოტინის აქტიური ფრაქცია, რომელიც თავსდება უჯრედის ბირთვში და მონაწილეობას იღებს ყველა სახის სასიცოცხლო პროცესებში (უჯრედოვანი კვება, ნივთიერებათა ცვლა, ცენტრალური ნერვული სისტემის სისხლით და ჟანგბადით მომარაგება) თამბაქოს მოხმარების შეწყვეტიდან უმოკლეს ვადებში გამოიდევნება. ეს ვადა ინდივიდუალურია და შეიძლება შეადგენდეს 24 საათიდან 5-7 დღემდე
რაც შეეხება ნიკოტინურ რეცეპტორებში დალექილ ნიკოტინურ ალკალოიდებს (ე.წ. პასიური ფრაქცია) - მათი გარკვეული კონცენტრაცია ორგანიზმში რჩება წლების განმავლობაში. ისინი მონაწილეობას არ იღებენ ორგანიზმისთვის სასიცოცხლო პროცესებში, თუმცა დრო და დრო გააქტიურების შემთხვევაში ყოფილ მწეველს სიგარეტს ,,შეახსენებენ" ხოლმე.
ამიტომაა, როცა ყოფილი მწეველი აღნიშნავს, რომ სიგარეტს არ ეწევა დიდი ხანია, მაგრამ ხანდხან მაინც მოუნდება თამბაქოს მოხმარება.
სწორედ ამ ნიკოტინური ალკალოიდების პასიური ფრაქციების მოქმედების გამო, თუკი ადამიანმა თუნდაც 5 წლის შემდეგ დაიწყო ისევ თამბაქოს მოხმარება, ყველა ორგანიზმში პათოლოგიური პროცესი იმავე ინტენსივობით წარიმართება - თითქოს 5 წლიანი თავშეკავება არც ყოფილიყოს.
ამ ფაქტორების გათვალისწინებით ეწოდება მწეველობას - ქრონიკული ნიკოტინიზმი.
ნიკოტინი ყველა ადამიანზე განსხვავებულად ზემოქმედებს და ის დამოკიდებულია:
- ადამიანის ზომაზე, წონაზე და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
- არის თუ არა ადამიანი მიჩვეული მის მოხმარებას
- მოიხმართ თუ არა სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებები დაახლოებით იგივე დროს
- მოხმარებული ნივთიერების რაოდენობაზე
- თამბაქოს სიძლიერეზე და რა რაოდენობითაა იგი პროდუქციაში.
ნიკოტინის ორგანიზმზე მოქმედების მექანიზმი ასეთია:
მოწევის დაწყების პირველ ეტაპზე ორგანიზმი იღებს ნიკოტინური ალკალოიდების მცირე დოზას; თუმცა ნიკოტინი პირველივე ეტაპზე აქტიურად ერთვება ნივთიერებათა ცვლის პროცესებში;
ნიკოტინის ვერაგული ბუნებიდან გამომდინარე, მწეველი იძულებულია გაზარდოს დღეში მოწეული ღერების რაოდენობა და ბოლოს დღიური დოზა განისაზღვრება სწორედ ნიკოტინის ზეგავლენით;
იმისათვის, რომ უარყოფითი შეგრძნებები არ განვითარდეს, მწეველი იძულებული ხდება სტაბილურად მოიხმაროს თითქმის ერთიდაიგივე დოზა სიგარეტი;
ანუ, რასაც ორგანიზმი ნიკოტინს გამოჰყოფს, ხდება იგივე დოზით ორგანიზმის ნიკოტინით შევსება, წინააღმდეგ შემთხვევაში უარყოფითი გამოვლინებები (შფოთვა, უძილობა, მოუსვენრობა, ტკივილი და ა.შ.) ვითარდება.
ყოველივეს შედეგად მწეველი ნიკოტინზე დამოკიდებული ხდება.
იწვევს თუ არა ნიკოტინი რაომე სახის დაავადებას?
მხოლოდ ფსიქიკურ და ფიზიკურ დამოკიდებულებას, ანუ მწეველი ნიკოტინდამოკიდებული ხდება;
მაგრამ, სწორედ ნიკოტინია იმ მავნე ნივთიერებების წინამძღოლი, რომლებიც თამბაქოს კვამლის საშუალებით ადამიანის ორგანიზმში ხვდებიან და იწვევენ სხვადასხვა სახის მძიმე დაავადებებს.
მოკლედ, თუ არ იქნა ნიკოტინი, ადამიანს თამბაქოს კვამლში არსებული საშიში ნივთიერებები საშიშროებას ვერ შეუქმნიან, რადგან ნიკოტინის გარეშე ადამიანი სტაჟიანი მწეველი ვერ გახდება.
დასკვნის სახით დავძენთ, რომ მწეველის უპირველესი მტერი ნიკოტინია!
დაამარცხებთ ნიკოტინს და თავისთავად დამარცხდება მოწევის ჩვევაც!
თუ თვლით, რომ ჩვენი მხარდაჭერა გესაჭიროებათ
ნახეთ პლატფორმაზე განლაგებული მოწევის შეწყვეტის პროგრამები, გაეცანით მათ, შეავსეთ განაცხადი და ჩვენ აუცილებლად დაგეხმარებით