გახურებადი თამბაქოს ნაწარმი გარკვეულწილად ახალი მეთოდია. ელექტრონული თამბაქოსგან განსხვავებით, გახურების გზით წვის ტექნოლოგიური მოწყობილობა არა სითხეს, არამედ თამბაქოს აცხელებს.
შესაბამისად, გახურებადი თამბაქო სიგარეტის მსგავსად, ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნე ნიკოტინს, სხვა ტოქსინებსა და კანცეროგენებსაც შეიცავს.
ამიტომაც ბუნებრივად ჩნდება კითხვები, რამდენად უსაფრთხოა გახურებადი თამბაქოს ნაწარმი მომხმარებლის ჯანმრთელობისთვის? ვნებს თუ არა პასიურ მწეველებს, ანუ დასაშვებია თუ არა მისი მოხმარება დახურულ სივრცეში და კონკრეტულად რა ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას?
გახურებადი თამბაქოს ნაწარმის შემუშავებასა და განვითარებაზე თამბაქოს ინდუსტრია 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა. ამ ტექნოლოგიურ სიახლეში დაახლოებით 3 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო და მიუხედავად იმისა, რომ მისი, როგორც სიცოცხლისთვის რისკების შემცველი პროდუქტის შესახებ უამრავი კითხვა ჩნდება, მწარმოებლები დაჟინებით ცდილობენ, გახურებადი თამბაქოს დადებითი თვისებების წარმოჩენას, თითქოს უფრო ნაკლებ საფრთხეს შეიცავს, ვიდრე ჩვეულებრივი თამბაქოს ნაწარმი, სიგარეტი. თუმცა, რეალობა სულ სხვაა.
გახურებადი თამბაქოს პროდუქტი შემდეგნაირად ფუნქციონირებს: სპეციალური სამართებელი თამბაქოს 400 გრადუს ცელსიუსამდე ახურებს.
ამ შემთხვევაშიც წარმოქმნება თამბაქოს პროდუქტებისთვის მახასიათებელი სპეციფიკური მყრალი სუნი, აეროზოლები, რომლებიც ისევე შეიცავენ ტოქსინებსა და კანცეროგენებს, როგორც ჩვეულებრივი სიგარეტი.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ გასახურებელი თამბაქოს ღეროები კონცენტრირებულ ნიკოტინს შეიცავს, რომელიც იმაზე მეტია, ვიდრე ჩვეულებრივ სიგარეტში და მწეველიც სიცოცხლის რისკისთვის სახიფათო პროდუქტზე უფრო მეტად მიჯაჭვული ხდება.
აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ არ დაადასტურა, რომ სიგარეტიდან ნიკოტინის მიღების ალტერნატიულ საშუალებებზე გადასვლის შემთხვევაში, მოწევასთან დაკავშირებული ავადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირდება. ანუ, რეალურად მწეველისა და მის გარშემომყოფთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის ეს ახალი პროდუქტიც სერიოზული საფრთხეების შემქმნელია.
გახურებადი თამბაქოს ნაწარმი სასუნთქი გზებისა და არტერიებისთვის არანაკლებ საშიშია, ვიდრე - სიგარეტი.
ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მოწყობილობის მიერ გამომუშავებული ბოლი სისხლძარღვების არტერიების მუშაობას ისევე აფერხებს, როგორც - სიგარეტის კვამლი.
იგივე შეიძლება ითქვას სასუნთქ გზებზეც. ფილტვის უჯრედებზე სიგარეტისა და გახურებადი თამბაქოს ნაწარმის ბოლის გავლენების შედარებამ აჩვენა, რომ ზიანი თითქმის იდენტური ან ოდნავ ნაკლებია, იმის მიხედვით, თუ რომელ კვლევას დავუჯერებთ.
ამასთან, გახურებადი თამბაქოს ნაწარმი უფრო მეტ ტოქსიკურ ნივთიერებებს გამოყოფს, ვიდრე ამას მწარმოებელი აღიარებს. მეცნიერებმა გამოავლინეს 62 მავნე ნაერთი, მაშინ, როდესაც მწარმოებლებმა მხოლოდ 10 აღიარეს. მათ არაფერი უთქვამთ სამი ძლიერი ტოქსიკური ნივთიერების (დიაცეტილი, აცეტილაცეტონი, ჰიდროქსიმეთილფურფურალი) და ერთი კანცეროგენული - დიეთილჰექსილ ფტალატის შესახებ.
კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ თამბაქოს გახურებისას მოწყობილობის პლასტიკის ფილტრი გარკვეულ დონეზე ლღვება და გამოყოფს ფორმალდეჰიდის ციანოჰიდრინს. აღნიშნული ტოქსინი მცირე რაოდენობითაც კი საშიშია.
გახურებადი თამბაქოს ნაწარმი საშიშია არამხოლოდ მომხმარებლისთვის, არამედ მათთვისაც, ვინც გარშემო იმყოფება. მკვლევრებმა მოწყობილობის ორთქლში აღმოაჩინეს ჩვეულებრივი სიგარეტის დოზის ნიკოტინის 84%-ი და სხვა ტოქსიკური ნაერთები. ამით სრულად გაცამტვერდა მითი ნაწარმის მომხმარებელთა გვერდით მყოფი ადამიანების უსაფრთხოების შესახებ - ისინი, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე, პასიური მწეველების რისკჯგუფს მიეკუთვნებიან.
ელექტროსიგარეტისა და ვეიპის შესახებ ინფორმაცია მწეველებს უკვე დიდი ხანია აქვთ. ისინიც სიგარეტის ნაკლებად მავნე შემცვლელებად განიხილებოდა.
ელექტროსიგარეტები ივსება ნიკოტინის შემცველი არომატიზებული სითხით, რომელიც გაცხელების დროს ორთქლდება. თუმცა არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ უსაფრთხო არც ელექტროსიგარეტია და მათი მავნე ზემოქმედება დროთა განმავლობაში უფრო მტკიცდება.
სწორედ ამიტომ, თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის მავნე გავლენისგან თავის დაღწევის უალტერნატივო გზა მასზე კატეგორიული უარის თქმაა.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს ახალი ტექნოლოგიური პროდუქტების შექმნის მიზანი. როგორც ელექტრონული, ისე გახურებადი თამბაქოს პროდუქტების შექმნისას, თამბაქოს ინდუსტრიის სამიზნე ახალი მომხმარებელი, ძირითადად მოზარდები და ახალგაზრდობაა. ამაზე მეტყველებს აღნიშნული სეგმენტის მისამართით ინდუსტრიის მიერ წარმოებული აგრესიული მარკეტინგული კამპანია.