გამარჯობა, კეთილო ხალხო.
ერთი ისტორია მინდა მოგიყვეთ, ისტორია, რომელმაც მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება....
სიგარეტის მოწევა მერვე კლასში დავიწყე, ჩუმად ვეწეოდი, თუმცა ამ მიზეზით მამისგან არაერთხელ მივიღე მკაცრი რეაქცია, ინსტიტუტში რომ ჩავირიცხე იალქნები ავუშვი და მინდოდა თუ არ მინდოდა სიგარეტს სიგარეტზე ვეწეოდი.
დღეს 39 წლის ვარ, ერთი დღე არ ჩამიგდია სიგარეტის გარეშე, მაგრამ რაც 2022 წლის 20 მარტს მოხდა მართლაც რომ ახალი ცხოვრების დასაწყისი გახდა.
მოკლედ, ორშაბათი დღე იყო, ძალიან დაღლილი მოვედი სახლში, ჩემი ცოლი და ერთადერთი შვილი ვატო სახლში არ იყვნენ. ვატო 11 წლისაა და ასაკთან შედარებით ძალზე მიზანდასახული და სწორად მოაზროვნე ბავშვია.
ვიცოდი მალე მოვიდოდნენ, ცოტა ხანი ტელევიზორს ვუყურე, მერე კი აივანზე გავედი და სიგარეტს მოვუკიდე. ნელა ვეწეოდი და საქმეებზე ვფიქრობდი; ფიქრებმა ისე გამიტაცეს, რომ ვერც გავიგე როდის დაბრუნდნენ სახლში ჩემები.
- მამაააა - ვატოს ხმამ გამომაფხიზლა, კარებს იქეთ იდგა, ხელს მიქნევდა და მიღიმოდა. ბოლო ნაფაზიც დავარტყი, სიგარეტი საფერფლეში ჩავაქრე და ოთახში შევედი.
- როგორ ხარ მამააა - ხელები გაშალა ვატომ და ჩემსკენ გამოიქცა. მეც დავიკუზე და შვილს ჩავეხუტე.
- შენ როგორ ხარ მეფეო - ასე მივმართავ ხოლმე, მერე მოვეხვიე და ჩავკოცნე. მოულოდნელად ვატომ ხელები გამაშვებინა და უკან გადახტა, გაოცებულმა შევხედე, ვერ მივხვდი ასე უცბად რა დაემართა.
- რა მოგივიდა მამი, არ გინდა რომ ჩაგეხუტო? - ვკითხე ღიმილით. ვატომ გაბრაზებული მზერა მომაპყრო, მართლა ვერ ვხვდებოდი ბავშვი ასე რატომ შეიცვალა, თანაც ასე უცბად,
- მამა, არ მაკოცო! - მკაცრად მითხრა, მიტრიალდა და ოთახიდან გავიდა.
გაოგნებული დავრჩი, ვატოს ჩემთვის ასეთი რამ არასდროს არ უთქვამს, ვერ მივხვდი რამ გამოიწვია მისი ასეთი რეაქცია... სიმართლე გითხრათ, ოდნავ მეწყინა კიდეც მისი ასეთი საქციელი.
ოთახში ჩემი ცოლი შემოვიდა
- რა ჭირს ბავშვს? რატომაა გაბრაზებული? - გაოცებულმა ვკითხე
- მამამ აღარ მაკოცოსო, ასე მითხრა - ღიმილით მიპასუხა
- კი მაგრამ, რატომ? - სიმართლე გითხრათ, უკვე ბრაზი მერეოდა.
- იმიტომ, რომ პირიდან საშინელი სუნი ამოსდის და რომ ვეხუტები ცუდათ ვხდებიო. აი, ამიტომ არ მაკოცოსო - ჩემი ცოლი ისევ იღიმოდა
- ღადაობთ? რა სუნი? - მართლა გამიკვირდა
- რა სუნი და სიგარეტის სუნი ძვირფასოო - ეს მითხრა და ოთახიდან გავიდა.
ესენი ვერ არიან კარგად-მეთი - ჩემთვის წავილაპარაკე და დაღლილი ტახტზე წამოვწექი.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, მალე ბავშვის ძილის დრო მოვიდა. როგორც ყოველთვის, ახლაც შევედი საძინებელ ოთახში, რომ ჩავხუტებოდი და ტკბილი ძილი მესურვა.
ვატომ რომ დამინახა, ისევ წარბები შეკრა და ხელით მანიშნა ახლოს არ მოხვიდეო, მე მაინც გადავდგი მისკენ ნაბიჯი და ის იყო ლოგინთან უნდა დავხრილიყავი რომ ისევ ვატოს ხმა გავიგე:
- არ მაკოცო! - ეს თქვა, ლოგინში გადატრიალდა და ზურგი მაქცია; ცოლმა გამიღიმა და მანიშნა გადი ოთახიდანო.
ასმაგად გაოგნებული გამოვედი და ისევ ტახტზე წამოვწექი. ბრაზი და გაოცება ერთმანეთში ირეოდა, მაგრამ თავი შევიკავე, არ მინდოდა ძილის წინ ბავშვისთვის ლექციები წამეკითხა, ან სულაც დამეტუქსა...
ვერ ვისვენებდი, წამოვდექი და მოსაწევად აივანზე გავედი. სიგარეტს მოვუკიდე და ის იყო ნაფაზი უნდა დამერტყა, რომ უცბად ვიგრძენი, რომ რაღაც დამემართა, ოღონდ ვერ ვიტყვი ეს რა იყო. სიგარეტი პირიდან გამივიღე და დავხედე.
არ მაკოცო! - ეს სიტყვები წამომიტივტივდა. მივაშტერდი სიგარეტს, თითქოს სიგარეტი კი არა, რაღაც ბოროტი ძალა მეჭირა, რომელმაც შვილს დამაშორა. ვცადე მომეწია, მაგრამ როგორც კი სიგარეტი პირთან მივიტანე ისევ ვატოს ,,არ მაკოცო!“ მომესმა. უცბად ჩავაქრე სიგარეტი და ოთახში შევბრუნდი...
მოკლედ, დაძინებამდე ორჯერ გავედი კიდევ აივანზე, მაგრამ მოვუკიდებდი თუ არა სიგარეტს ყურში ისევ ,,არ მაკოცო!“ ჩამესმოდა. არ მომიწევია, ორივე შემთხვევაში სიგარეტი ჩავაქრე და ოთახში შევბრუნდი.
მოუსვენრობამ შემიპყრო, უკვე საკუთარ თავზე ვბრაზდებოდი. იქვე, მაგიდაზე სიგარეტის კოლოფი იდო, ხელი დავავლე და გამწარებულმა კედელს ვესროლე.
- ამის გამო შვილს ვერ უნდა ჩავეხუტო?! - გამოვცარი გამწარებლმა და დასაძინებლად წავედი.
მთელი ღამე ვერ მოვისვენე. თვალწინ გაბრაზებული ვატოს სახე მედგა, ხოლო მისი სიტყვები ,,არ მაკოცო!“ არ მშორდებოდა, ყველა მხრიდან ჩამესმოდა და საკუთარი თავის მიმართ ბრაზს მიძლიერებდა...
დილით ძალიან ადრე ავდექი, რა შედარებაა, დამშვიდებული ვიყავი. იატაკზე დაგდებული სიგარეტის კოლოფი რომ დავინახე, ვიფიქრე მოვწევ მეთქი, მაგრამ როგორც კი მივუახლოვდი ისევ ჩამესმა ,,არ მაკოცო!“
ერთი წამით შევჩერდი, სიგარეტის კოლოფი ავიღე, ისევ ის ბოროტო ძალა წარმომიდგა თვალწინ, რომელიც შვილს მაშორებდა.
შენი დედა ............ მეთქი, ხმამაღლა შევაგინე კოლოფს, გავხსენი აივნის კარები და მეხუთე სართულიდან მოვისროლე.
ისევ ავფორიაქდი, ოღონდ ახლა მხოლოდ ვატოზე ვფიქრობდი, ვაი თუ დილასაც იგივე მითხრას მეთქი. მას მალე უნდა გაეღვიძა. აბაზანაში შევარდი, წყალი გადავივლე, მთელი სხეული დაუნდობლად გავიხეხე და თან ვცდილობდი გამეგო სხეულზე სიგარეტის სუნი ხომ არ ამდის მეთქი.
მერე, დიდი ხანი კბილებს ვიხეხავდი, მივიტანდი ხელის გულს პირთან და ღრმად ამოვისუნთქავდი, მერე ვსუნავდი ხელის გულს.
ამასობაში ვატომაც გაიღვიძა. ძალიან თამამად მისი საძინებლისკენ გავემართე და ოთახში შევედი; ვატომ რომ დამინახა კოპები შეკრა, მაგრამ თქმა არ ვაცალე და ვუთხარი:
- მამიკო, მეფეო, დღეიდან ჩემ პირში სიგარეტს ვერ ნახავ, მორჩა აღარ ვეწევი! აღარც ცუდი სუნი მექნება და იცოდე შენ ყველაზე ძვირფასი ხარ მამი, ბოდიში რომ გაგაბრაზე.
ვატომ შემომხედა და მოღუშულმა მკითხა:
- მართალს მეუბნები?
- კი, მამა, შენ თავს გეფიცები, დღეიდან იმ საშინელებას აღარ მივეკარები...
ვატოს სახე გაუნათდა, ხელები ჩემკენ გამოიშვირა და სიცილით მითხრა:
- მამა, მოდი მაკოცე!
ვეხუტებოდი, ვკოცნიდი, თითქოს ახლა დავიბრუნე შვილი....
ამ ამბის შემდეგ სიგარეტს აღარ გავკარებივარ, შემეზიზღა, როცა ვხდედავ სხვა რომ ეწევა ისევ ის ბოროტი ძალა მახსენდება.
სიმართლეს გეტყვით, პირველ დღეებში იყო ისეთი მომენტიც, როცა მოწევა ძალიან მომინდა, მაგრამ ყოველ ასეთ დროს ვატოს სიტყვები მახსენდებოდა - ,,მამა არ მაკოცო!“ და უცბად ვიშორებდი მოწევის სურვილს.
გავიდა წელიწადზე მეტი და უბედნიერესი მამა ვარ - ყოველ შეხვედრაზე ჩემ შვილს ვეხუტები და ვეფერები.
შვილს პირობა მივეცი და ვასრულებ და მომავალშიც შევასრულებ!
ყველა მწეველს გისურვებთ - გადააგდეთ სიგარეტი და ჩაეხუტეთ შვილებს, ახლობლებს!
ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია.
პატივისცემით,
გიორგი