მამა 45 წლის იყო რომ გარდაიცვალა. ეს მოხდა ხუთი წლის წინ, როცა მე 16 წლის ვიყავი.
ძალიან მაგარი მამა მყავდა, ოჯახის მოსიყვარულე, მეგობრებისთვის მაგარი მეგობარი, მშრომელი; მოკლედ, ჩემთვის სამაგალითო ადამიანი იყო...
მისგან ბევრს ვსწავლობდი, მუდმივად ვაკვირდებოდი და ვცდილობდი მისთვის მიმებაძა.
ახლა 21 წლის ვარ და ისევ მას ვბაძავ, მასზე დიდი ავტორიტეტი მე არ მყოლია. მაგრამ, ის ჩემ გვერდზე აღარაა.
ჩემთვის ერთადერთი შვებას მამის სასაფლაოზე მისვლა, ჩამოჯდომა და მოგონებებში გადასვლა წარმოადგენს.
მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო. როგორც გითხარით ყველაფერი 5 წლის წინ დაიწყო და ძალიან მალე დამთავრდა კიდეც.
მამა მწეველი იყო, დღეში ერთი კოლოფი არ ჰყოფნიდა.
ერთ დილასაც, აბაზანიდან გამოსულმა გვითხრა, რომ სისხლიანი ნახველი ჰქონდა და სუნთქვაც უჭირდა; ამას ალბათ მე და დედა ისეთ ყურადღებას არ მივაქცევდით, რომ არა ერთი - უკანასკნელ დღეებში წონაში უცბად დაიკლო.
ჩავპანიკდით, ვამჩნევდით, რომ თავადაც შეშფოთებული იყო; მიუხედავად ჩვენი თხოვნისა, მაინც წავიდა სამსახურში....
იმ ღამეს ცუდათ გახდა, გულის არეში ტკივილები დაეწყო. სასწრაფოს გამოვუძახეთ, ერთ საათში კი უკვე კლინიკაში, რეანიმაციის კორიდორში ვიჯექი და წარმოუდგენელი ფიქრები მიტრიალებდა თავში.
იმედს მაინც არ ვკარგავდი, მეგონა ექიმების ძალისხმევით მალე მომჯობინდებოდა და სახლში წავიყვანდი...
ვერა, ვეღარ წავიყვანე....
14 დღე იწვალა...
დიაგნოზი: ფილტვის კიბო. ძალიან შორს წასული, ასე შეუმჩნევლად.
მიზეზი: სიგარეტის მოწევა!!!!!!!!!!!!!!!!!!!
მაგის გამომგონებლის დედა მ------ნ მე!!!!!!!!!!!!!!
სიგარეტმა მომიკლა მამა, 16 წლის ბიჭი დამაობლა, და როცა ყველაზე ძალიან მჭირდებოდა, ზუსტად მაშინ დამტოვა მამის გარეშე.
ამაზე ვეღარაფერს დავწერ, უბრალოდ იცით რატომ გწერთ?
მინდა ყველა მწეველს ვთხოვო, ვემუდარო, მოვუწოდო რომ აღარ მოწიონ...
ნუ გაიუბედურებენ თავს სიგარეტის გამო და ნუ გააბედურებენ შვილებს, ოჯახის წევრებს.
ასე ძნელია?
შვილი რომ ობლად რჩება, მშობლის მზრუნველობისა და თანადგომის გარეშე - ეს არ არის ძნელი?!
დღემდე მუდამ თვალცრემლიანი დედის ყურება არ არის ძნელი?
ამიტომ აირჩიეთ რა, რა უფრო ძვირფასია თქვენთვის - ეს მკვლელი სიგარეტი თუ ჩვენ, ოჯახის წევრები!!!!
დიდი მადლობა ყურადღებისთვის და ბოდიშს გიხდით ემოციებისთვის.
ლევან კ--------ე