​თამბაქო უარყოფით გავლენას ახდენს თქვენს გარეგნობაზე

ყველაფერი იჟღინთება უსიამოვნო სუნით: კანი, ტანსაცმელი, თითები, პირის ღრუ, მთლიანად სახლი.
თამბაქო იწვევს კბილის ნადების წარმოქმნას და კბილების გაყვითლებას.

სიგარეტისა და თამბაქოს სხვა პროდუქტების გამოყენება იწვევს უსიამოვნო სუნს პირიდან.

თამბაქო ხელს უწყობს ნაოჭების წარმოქმნას, რის გამოც ადამიანი თავის ასაკთან შედარებით ხნიერად გამოიყურება.

მოწევა იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას, ხელს უწყობს იმ ცილების დაშლას, რომლებიც უზრუნველყოფენ კანის ელასტიურობას, აქვეითებს A ვიტამინის დონეს და არღვევს სისხლის მიმოქცევას.

ასეთი ნაოჭები თავს ყველაზე მეტად იჩენენ თვალებისა და ტუჩების გარშემო. ამასთანავე, თამბაქო აუხეშებს და აშრობს კანს.

მოწევა ზრდის ფსორიაზის, კანის არაინფექციური ანთებითი დაავადების განვითარების რისკს, რომელსაც ახასიათებს ქავილი და წითელი ლაქები მთელ სხეულზე.

გსურთ სამუდამოდ გათავისუფლდეთ ნიკოტინისგან? ჩაერთეთ თქვენზე მორგებულ მოწევის შეწყვეტის ინდივიდუალურ ციფრულ პროგრამაში