Image description

თამბაქოს მოხმარება კარდიოვასკულარული (გულ-სისხლძარღვთა) დაავადებების განვითარების ერთ-ერთი მთავარი და პირდაპირი რისკ-ფაქტორია. მავნე ნივთიერებები, რომლებსაც თამბაქოს კვამლი შეიცავს, მყისიერად და ნეგატიურად მოქმედებენ გულსა და სისხლძარღვებზე.


თამბაქოს კვამლი აზიანებს სისხლძარღვების შიდა გარსს (ენდოთელიუმს), რაც ხელს უწყობს მათში ქოლესტერინის დაგროვებას და ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნას.


ნიკოტინი იწვევს სისხლძარღვების სპაზმს და შევიწროებას, რაც ზრდის არტერიულ წნევას და აიძულებს გულს, იმუშაოს გადატვირთულ რეჟიმში.


თამბაქოს წვისას გამოყოფილი ნახშირჟანგი (CO) სისხლში ჟანგბადს ანაცვლებს. შედეგად, გულის კუნთსა და სხვა ორგანოებს ნაკლები ჟანგბადი მიეწოდება.


მოწევა ზრდის სისხლის სიბლანტეს და ააქტიურებს თრომბოციტებს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის სისხლძარღვებში თრომბის ჩამოყალიბების რისკს.


ეს პროცესები პირდაპირ კავშირშია ისეთ მძიმე გართულებებთან, როგორიცაა გულის იშემიური დაავადება, მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი და პერიფერიული არტერიების დაავადებები. აღსანიშნავია, რომ პასიური მოწევა (სხვისი თამბაქოს კვამლის ჩასუნთქვა) თითქმის ისევე საზიანოა გულისთვის, როგორც აქტიური მოწევა.


ელექტრონული სიგარეტი (ვეიპი) არ არის გულისთვის უსაფრთხო ალტერნატივა და მას გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე დადასტურებული ნეგატიური გავლენა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ვეიპის აეროზოლი არ შეიცავს ტრადიციული თამბაქოს წვის პროდუქტებს (კუპრს და მხუთავ აირს), კვლევები აჩვენებს, რომ მასში არსებული ქიმიური ნივთიერებები მაინც სერიოზულ ზიანს აყენებს გულსა და სისხლძარღვებს.


მწეველთა შორის გავრცელებული პრაქტიკა, როდესაც ადამიანი ნაწილობრივ გადადის ვეიპზე, თუმცა პარალელურად ტრადიციულ სიგარეტსაც ეწევა ("ორმაგი მოხმარება"), გულისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ასეთ დროს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი იმაზე მაღალია, ვიდრე მხოლოდ რომელიმე მათგანის ცალკე მოხმარებისას.


მწეველმა უნდა იცოდეს, რომ თამბაქოსთვის თავის დანებებიდან პირველივე საათებში ორგანიზმი მყისიერად იწყებს აღდგენისა და თვითწმენდის პროცესს, სწრაფადვე იწყება გულ-სისხლძარღვთა და რესპირატორული სისტემები პოზიტიურ ცვლილებები.


დიახ, პირველი საათები ყველაზე რთულია ნიკოტინური აბსტინენციის (ლტოლვის) გამო, თუმცა სწორედ ამ დროს ასრულებს თქვენი გული და სისხლძარღვები ყველაზე დიდ სარეაბილიტაციო სამუშაოს.

Image description
გსურთ სამუდამოდ გათავისუფლდეთ ნიკოტინისგან? ჩაერთეთ თქვენზე მორგებულ მოწევის შეწყვეტის ინდივიდუალურ ციფრულ პროგრამაში

გადასვლა ახალ გვერდზე