ცნობილია, რომ მოწევა ჯანმრთელობისთვის საზიანოა და სიცოცხლისთვის საშიშ უამრავ დაავადებას უკავშირდება.

მიუხედავად იმისა, რომ მოწევის ფიზიკური ზიანის შესახებ ბევრი ვიცით, მოწევის გავლენა ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ნაკლებადაა შესწავლილი.

რადგან სიგარეტის მოწევა მნიშვნელოვან ზიანს აყენებს სისხლძარღვებს და ფილტვებს, ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ ამ ორგანოების მუდმივი წნეხის ქვეშ ყოფნა, ადამიანის აზროვნებაზე და ქცევაზეც აისახება.

ამის გარდა, მწეველ ადამიანებს უქვეითდებათ იმუნიტეტი, უფრო მარტივად ეწყებათ ანთება და ბოლოს, უქვეითდებათ მეტაბოლიზმიც. მოწევა მხოლოდ რამდენიმე ორგანოსთვის კი არ არის საზიანო, არამედ მთელი სხეულისთვის.

სიგარეტის მოწევა სერიოზულ ზიანს აყენებს მწეველებს. რიგი ფსიქიკური პრობლემები ბევრად ხშირია მწეველებში, ვიდრე არამწეველებში, მაგალითად, დეპრესია მწეველთა 14%-ს აღენიშნება, როცა არამწეველებში ეს მაჩვენებელი 4%-ს უტოლდება.

განსხვავება საგრძნობია. ცნობილი ფაქტია რომ მოწევა პირდაპირ უკავშირდება არაერთ ანთებით პროცესს და ფიზიოლოგიურ ცვლილებას ორგანიზმში, რომლების თავის მხრივ უკავშირდება დეპრესიას.

მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ მოწევა და დეპრესია ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია.

ადამიანის ორგანიზმი ძალიან რთული სისტემაა, სადაც ყველაფერი ყველაფერს უკავშირდება. უარყოფითი გავლენა მის ერთ ნაწილზე, ხშირად ყველა დანარჩენ ნაწილებზეც უარყოფითად აისახება.

გსურთ სამუდამოდ გათავისუფლდეთ ნიკოტინისგან? ჩაერთეთ თქვენზე მორგებულ მოწევის შეწყვეტის ინდივიდუალურ ციფრულ პროგრამაში