​​სიგარეტი 600-მდე ნივთიერებას, ხოლო მისი კვამლი 7,000-ზე მეტ საშიშ ქიმიურ ნაერთსა თუ ელემენტს შეიცავს. ასეთია, მაგალითად, ბენზოლი, ამიაკი, ტყვია, წყალბადის ციანიდი, ფორმალდეჰიდი და სხვა. მათი უდიდესი ნაწილი მომწამვლელია და ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

ფილტვებში ჩაღწევისას ისინი ამ ორგანოზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ და მის ნორმალურ ფუნქციონირებას უშლიან ხელს. დროთა განმავლობაში საჰაერო ღრუები, ალვეოლები ნადგურდება, ბრონქები ძნელად იკუმშება და ფართოვდება, ჰაერგამტარი გზების გამყოფი კედლები სივდება, ლორწოს რაოდენობა კი იზრდება, რაც აირის ნაკადის თავისუფალ გადაადგილებას აფერხებს.

ეს სხვადასხვა ინფექციისა და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გაჩენის რისკს ზრდის, რომელიც ბრონქების შეუქცევადი ან ნაწილობრივ შეუქცევადი სპაზმისა და შევიწროვების გამო ყალიბდება.

ის ქრონიკული ბრონქიტის, ფილტვის ემფიზემის და ზოგჯერ ასთმის სახითაც ვლინდება. ამ დიაგნოზის მქონე პაციენტებს ჰაერის უკამრისობა აწუხებთ, მკერდის არეში დაჭიმულობას გრძნობენ, სუნთქვისას სტვენის ხმას გამოსცემენ, ტერფები უსივდებათ და წონაში იკლებენ.

გსურთ სამუდამოდ გათავისუფლდეთ ნიკოტინისგან? ჩაერთეთ თქვენზე მორგებულ მოწევის შეწყვეტის ინდივიდუალურ ციფრულ პროგრამაში