თამბაქოს მოხმარება ტუბერკულოზის განვითარებისა და მისგან გამოწვეული სიკვდილიანობის ერთ-ერთი ძირითადი რისკ-ფაქტორია.
თამბაქოს ნაწარმის მოხმარება 2-ჯერ ზრდის ტუბერკულოზის ფარული (ლატენტური) ფორმიდან აქტიურ (დაავადების გამოვლენილ) ფორმაში გადასვლის რისკს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებითაც, მწეველ ადამიანებში ეს რისკი ორჯერ ან უფრო მეტადაც კი არის გაზრდილი არამწეველებთან შედარებით.
მიუხედავად იმისა, რომ ტუბერკულოზი მიკრობაქტერიის შედეგად გამოწვეული ინფექციური დაავადებაა, შესაფერისი გარემოს გარეშე ვერ გამრავლდება და ვერც განვითარდება. ასეთ გარემოს სწორედ, თამბაქოს მოწევის შედეგად დაზიანებული ორგანოები, ძირითადად კი ფილტვის ქსოვილი ქმნის.
მწეველებში, განსაკუთრებით თამბაქოს აქტიურ მომხმარებლებში სჭარბობს ტუბერკულოზის სხვადასხვა ფორმები, ხშირად სიცოცხლისთვის საშიში გართულებებით.
თამბაქოს კვამლი აზიანებს ფილტვების ადგილობრივ იმუნიტეტს და აქვეითებს მაკროფაგების (უჯრედების, რომლებიც ებრძვიან ბაქტერიებს) უნარს, კონტროლის ქვეშ აიყავნონ ორგანიზმში არსებული ტუბერკულოზის ჩხირი.
ნიკოტინი და ტოქსინები აზიანებენ სასუნთქი გზების მოციმციმე ეპითელიუმს, რაც ბაქტერიებს უადვილებს ფილტვებში გამრავლებასა და გავრცელებას.
თამბაქოს მოხმარება არა მხოლოდ ზრდის აქტიური ფორმის განვითარების რისკს, არამედ ართულებს ტუბერკულოზის მკურნალობის პროცესს და ზრდის სიკვდილიანობის ალბათობასაც.

