თამბაქოს მოწევა დემენციის ერთ-ერთი მთავარი რისკ-ფაქტორია, რომელზეც ზემოქმედებით მწეველს შეუძლია დემენციის განვითარების რისკის შემცირება.


დემენცია: აშლილობის ჯგუფი, რომელიც ვლინდება გონებრივი უნარების დაქვეითებითა და ტვინის ფუქციის მოშლით. 


მოწევა დემენციის რისკს ზრდის რადგან თამბაქოს კვამლი აზიანებს სისხლძარღვებს, აქვეითებს თავის ტვინში სისხლისა და ჟანგბადის მიწოდებას, რაც ხელს უწყობს როგორც სისხლძარღვოვანი დემენციის, ისე ალცჰაიმერის დაავადების განვითარებას.


დადასტურებული ფაქტია, რომ სიგარეტის კვამლში არსებული ტოქსიკური ნივთიერებები იწვევენ ქრონიკულ ანთებას და ტვინის უჯრედების დაზიანებას.


 მედიცინაში ამას „დოზა-ეფექტის დამოკიდებულებას“ უწოდებენ — რაც უფრო მეტს ეწევა ადამიანი და რაც უფრო დიდხანს, მით უფრო მკვეთრად იზრდება დემენციის განვითარების რისკი.


დღეში მოწეულ 20 ღერზე (1 კოლოფი), დემენციის განვითარების რისკი საშუალოდ 34%-ით იზრდება.


მწეველებში, რომლებიც საშუალო ასაკში დღეში 2 კოლოფზე მეტს ეწევიანა სისხლძარღვოვანი დემენციის განვითარების რისკი ორმაგდება (100%-ით იზრდება).


რაც უფრო ხანგრძლივია მოწევის სტაჟი, მით მეტია ორგანიზმზე ტოქსიკური ნივთიერებების ზემოქმედების დრო. დროთა განმავლობაში ეს იწვევს სისხლძარღვების ქრონიკულ დაზიანებას, ტვინის უჯრედების ატროფიას და ჟანგბადის მუდმივ დეფიციტს (ჰიპოქსიას).


მოწევის შეწყვეტა მნიშვნელოვნად ამცირებს დემენციის განვითარების რისკს.


ჯანდაცვის კვლევების თანახმად, ისეთი ფაქტორების განეიტრალება როგორიცაა მოწევა, მაღალი არტერიული წნევა და დიაბეტი, ეხმარება ადამიანებს დემენციის რისკის შემცირებაში ან გადავადებაში.


კვლევები აჩვენებს, რომ თუ ადამიანი მოწევას თავს დაანებებს, დროთა განმავლობაში დემენციის რისკი მცირდება და უთანაბრდება იმ ადამიანების რისკს, რომლებსაც საერთოდ არასდროს მოუწევიათ. თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მხოლოდ დღეში მოწეული ღერების რაოდენობის შემცირება (მაგალითად, კოლოფიდან 5 ღერამდე) არ არის საკმარისი რისკის არსებითად შესამცირებლად — ტვინის ეფექტური დაცვისთვის აუცილებელია მოწევის სრული შეწყვეტა.

გსურთ სამუდამოდ გათავისუფლდეთ ნიკოტინისგან? ჩაერთეთ თქვენზე მორგებულ მოწევის შეწყვეტის ინდივიდუალურ ციფრულ პროგრამაში

გადასვლა ახალ გვერდზე