თამბაქოს მოხმარება დიდ ზიანს აყენებს მწეველის ფილტვებს.
რაც მეტია მწეველობის სტაჟი და დღეში მოწეული ღერების რაოდენობა, მით მეტია ფილტვების პათოლოგიების ჩამოყალიბების რისკი.
მწეველობის პირდაპირი ჩვენაბაა ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება.
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება არის სასუნთქი გზების შევიწროებით მიმდინარე დაავადება, რომელსაც იწვევს სასუნთქ გზებზე ან/და ალვეოლებზე გარემოდან შესუნთქული მავნე ნაწილაკების და აირების ზემოქმედება. მთელ მსოფლიოში მისი გამომწვევი უმთავრესი მიზეზი თამბაქოს მოხმარებაა. ეს არის დაავადება რომლის თავიდან აცილება და მართვა შესაძლებელია.
დაავადების სიმპტომები წლების შემდეგ ვითარდება, რის გამოც პაციენტმა შესაძლოა დაავადების არსებობის შესახებ არც იცოდეს. უმეტეს შემთხვევაში სიმპტომები 35 წლამდე არ ვლინდება.
სუნთქვის გაძნელება ფიზიკური აქტივობის დროს
ქრონიკული ხველა ნახველით
სასუნთქი გზების ხშირი ინფექციები, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში
სტვენის მსგავსი, ხმაურიანი სუნთქვა
დაავადებას აქვს სხვა ნიშნებიც, რაც შესაძლოა მოიცავდეს:
წონაში დაკლებას
დაღლილობასა და სისუსტეს
კოჭების შეშუპებას
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების ძირითადი გამომწვევი მიზეზი თამბაქოს მოხმარებაა, რადგან თამბაქო აღიზიანებს ბრონქების ეპითელიუმს და იწვევს ანთებას. ხანგრძლივი ანთებითი პროცესი შეუქცევად ცვლილებებს იწვევს.
სასუნთქი გზების კედლები სქელდება, რადგან ხდება ლორწოს გამომყოფი ჯირკვლების და უჯრედების ზომის და რაოდენობის მატება, დიდი რაოდენობით ლორწოს გამოყოფით იხშობა ბრონქების სანათური, ასევე ითრგუნება მისი დამცველობითი ფუნქცია, რაც ბაქტერიული ინფექციის განვითარებისთვისაც ხელსაყრელი გარემოა.
ლორწოს გამოყოფის გამო პაციენტებს აქვთ ჩივილი - ხველა ნახველით. გარდა ამისა, თამბაქოს ბოლით ზიანდება ალვეოლების კედლები, ის სტრუქტურული ერთეული სადაც აირთა ცვლა მიმდინარეობს, შედეგად კი ფილტვები ელასტიურობას კარგავს. მუდმივი ზემოქმედება იწვევს სასუნთქი გზების რემოდელირებას, ნაწიბურდება და ვიწროვდება მცირე ზომის ჰაერგამტარი გზები, რაც აღდგენას არ ექვემდებარება. იშვიათად, ფქოდ შესაძლოა გამოწვეული იყოს ბოლით, მტვრით, ჰაერის დაბინძურებითა და გენეტიკური დარღვევებით.
მწეველობა - თამბაქოს მოხმარება ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამომწვევი მთავარი მიზეზია. შემთხვევათა 90% სწორედ სიგარეტის მოწევასთანაა კავშირში.
პასიური მწეველობა - მწეველებთან ერთ გარემოში ყოფნა ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების განვითარების რისკს ზრდის.
ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება ძირითადად 35 წელს გადაცილებულ პირებს ემართებათ, თუმცა შემთხვევათა უმრავლესობის დიაგნოსტიკა 50 წლამდე არ ხდება. დაავადების მქონე პაციენტების უმრავლესობა ექიმთან არ მიდის, რადგან პაციენტები სიმპტომების არსებობას „მწეველის ხველას“ მიაწერენ.
ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მკურნალობა გულისხმობს დაავადების პროგრესირების შენელებას და არა სრულად განკურნებას. მკურნალობის კურსი უმეტეს შემთხვევაში მედიკამენტოზურ მკურნალობას გულისხმობს. თუმცა, იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია ჩატარდეს ქირურგიული ჩარევა.
დაავადების პროგრესირების შენელებისთვის საუკეთესო გამოსავალი თამბაქოს მოხმარების შეწყვეტაა. დაავადების ადრეულ სტადიაზე თამბაქოს მოხმარებაზე უარის თქმა მნიშვნელოვან შედეგს იძლევა. უკვე ჩამოყალიბებული დაზიანება შეუქცევადია, მაგრამ თამბაქოზე უარის თქმით მდგომარეობის გაუარესების შეჩერება - შესაძლებელი.
თამბაქოს მოხმარებაზე უარის თქმა, დაავადების რისკის შესამცირებლად ყველაზე ეფექტური საშუალებაა.
კვლევებით დადგენილია, რომ თუ დამხმარე პრეპარატების პარალელურად, პაციენტი თამბაქოს მოხმარებას წყვეტს ან ამცირებს თამბაქოს გამონაბოლქვთან კონტაქტს, მკურნალობის ეფექტურობა უფრო მაღალია.
როგორც ხედავთ, მოწევის შეწყვეტას ალტერნატივა არ აქვს! დროზე მიიღეთ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და დაიწყეთ ცხოვრება სიგარეტის გარეშე!