ორგანიზმში ნიკოტინური ალკალოიდების დეპოს ე.წ. ნიკოტინური რეცეპტორები წარმოადგენენ.
ნიკოტინის აქტიური ფრაქცია, რომელიც თავსდება უჯრედის ბირთვში და მონაწილეობას იღებს ყველა სახის სასიცოცხლო პროცესებში (უჯრედოვანი კვება, ნივთიერებათა ცვლა, ცენტრალური ნერვული სისტემის სისხლით და ჟანგბადით მომარაგება) თამბაქოს მოხმარების შეწყვეტიდან უმოკლეს ვადებში გამოიდევნება.
ეს ვადა ინდივიდუალურია და შეიძლება შეადგენდეს 24 საათიდან 5-7 დღემდე
რაც შეეხება ნიკოტინურ რეცეპტორებში დალექილ ნიკოტინურ ალკალოიდებს (ე.წ. პასიური ფრაქცია) - მათი გარკვეული კონცენტრაცია ორგანიზმში რჩება წლების განმავლობაში.
ისინი მონაწილეობას არ იღებენ ორგანიზმისთვის სასიცოცხლო პროცესებში, თუმცა დრო და დრო გააქტიურების შემთხვევაში ყოფილ მწეველს სიგარეტს "შეახსენებენ" ხოლმე.
ამიტომაა, როცა ყოფილი მწეველი აღნიშნავს, რომ სიგარეტს არ ეწევა დიდი ხანია, მაგრამ ხანდხან მაინც მოუნდება თამბაქოს მოხმარება.
დაბოლოს, სწორედ ამ ნიკოტინური ალკალოიდების პასიური ფრაქციების მოქმედების გამო, თუკი ადამიანმა თუნდაც 5 წლის შემდეგ დაიწყო ისევ თამბაქოს მოხმარება, ყველა ორგანიზმში პათოლოგიური პროცესი იმავე ინტენსივობით წარიმართება - თითქოს 5 წლიანი თავშეკავება არც ყოფილიყოს.
მრავალმა მეცნიერულმა გამოკვლევამ დაადასტურა, რომ ორგანიზმი ნიკოტინისგან სრულად თავისუფლდება თითქმის იმ ვადაში, რა ვადის განმავლობაშიც მოიხმარდა მწეველი სიგარეტს.
ამ ფაქტორების გათვალისწინებით ეწოდება მწეველობას - ქრონიკული ნიკოტინიზმი.
თამბაქოზე თავშეკავება უდაოდ დიდი წარმატებაა, თუმცა მწეველს ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ მუდმივი მობილიზება, მიღწეული შედეგის განმტკიცება - აუცილებელია საბოლოო წარმატების მისაღწევად.