სიგარეტისთვის თავის დანებება, თუნდაც 75 წლის ასაკში, სიცოცხლის ხანგრძლივობას ზრდის. ეს კი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის არჩევა გვიანი არასდროს არის.
თუ დღეში 30 ღერ სიგარეტს ვეწევით, ამით უახლოეს 25 წელიწადში სიკვდილის რისკს 21%-ით ვზრდით.
მოწევისთვის თავის დანებება ნებისმიერ ასაკში შეიძლება და ეს ყველაფერი ჩვენს ჯანმრთელობაზე მალევე აისახება. სიცოცხლის ხანგრძლივობის გასაზრდელად სიგარეტისთვის თავის დანებება ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია.
კერძოდ, 35-იდან 75 წლამდე ასაკის ადამიანებში სიგარეტისთვის თავის დანებება მნიშვნელოვან შედეგებს იძლევა.
აღმოჩნდა, რომ თუ თქვენ სიგარეტის მოწევას 35 წლის ასაკში შეწყვეტთ, შანსი გეძლევათ საშუალოდ 8 წლით უფრო დიდხანს იცოცხლოთ.
ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ეფექტი მნიშვნელოვანია ხანდაზმულების შემთხვევაშიც. მეტიც, ასეთ შემთხვევაში თქვენი სიცოცხლე შეიძლება 4 წლითაც გახანგრძლივდეს.
ცხადია, ყველაზე მეტი სარგებელი მაშინ არის, როდესაც სიგარეტს შედარებით პატარა ასაკში ანებებთ თავს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხანდაზმულ ასაკში მოწევის შეწყვეტას აზრი არ აქვს.