ბევრ მწეველს, განსაკუთრებით კი ქალებს, ეშინიათ მოწევაზე თავის დანებება მხოლოდ იმიტომ, რომ წონაში მოიმატებენ.
მოწევის შეწყვეტის შემდეგ ზოგიერთის წონა საერთოდ არ იცვლება, ზოგი რამდენიმე კილოგრამს იმატებს, ზოგი კი წონაში იკლებს.
საშუალოდ, წონაში მატება მერყეობს 2-დან 4 კგ-მდე წელიწადში, ხოლო მოწევის შეწყვეტის შემდეგ 9 ან მეტ კილოგრამს იმატებს მხოლოდ 4%.
პირველ რიგში, ეს გამოწვეულია იმით, რომ თითქმის ყველა მწეველს თამბაქოს ინტოქსიკაციის გამო გასტრიტი უვითარდება.
ადამიანთა უმრავლესობაში ის პრაქტიკულად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, მაგრამ კუჭის წვენის გამოყოფა მუდმივად მცირდება და კუჭის ლორწოვანი გარსის ატროფიის გამო საკვები ნივთიერებები ნაკლებად შეიწოვება.
ამიტომაც, ბევრ მწეველს, თუნდაც სათანადო კვებით, აწუხებს ასთენია, ან უბრალოდ - სიგამხდრე, ფერმკრთალობა და ვიტამინის დეფიციტი.
მაგრამ როგორც კი მოწევას დაანებებენ, კუჭის ლორწოვანი გარსი აღდგება რამდენიმე დღეში, ისევე როგორც კუჭის წვენის სეკრეცია.
ადამიანი, რომელიც ტოვებს მოწევას, გრძნობს მადის მომატებას, კუჭიც იწყებს საჭმლის მონელებას. ეს ყველაფერი ქმნის წონის მომატების წინაპირობებს.
ამის თავიდან ასაცილებლად, მოწევის შეწყვეტის შემდეგ პირველ თვეებში თქვენ უნდა გაზარდოთ ბოსტნეულისა და ხილის წილი თქვენს კვებაში.
დალიეთ მეტი სითხე და ივარჯიშეთ ფიზიკურად.
შეგიძლიათ გადახვიდეთ ფრაქციულ კვებაზე რამდენიმე კვირის განმავლობაში - მიირთვით 4-5-ჯერ დღეში, მაგრამ მცირე ულუფებით.
ჭამეთ ნელა, კარგად დაღეჭეთ საკვები, ისიამოვნეთ საკვების ხარისხითა და გემოთი და არა რაოდენობით.
საკვების ყოველი გადაყლაპვის შემდეგ შეჩერდით რამოდენიმე წამით და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ შემდეგი ულუფა.
ერთი თვის შემდეგ თქვენი ორგანიზმი მოერგება ახალ პირობებს და შეძლებთ დაუბრუნდეთ ჩვეულებრივ კვებას წონის მომატების რისკის გარეშე.