ჩვენი სახელმძღვანელო ნიკოტინზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ. ნიკოტინი სერიოზულ საფრთხეს არამხოლოდ თქვენს, ირგვლივ მყოფთა ჯანმრთელობასაც უქმნის. მწეველების თქმით, მოწევის შეწყვეტა ძალიან რთულია. ამიტომ წინასწარი მომზადება
სჯობს.
მოიკრიბეთ ნებისყოფა!
ქვემოთ მოყვანილი პრაქტიკული რჩევები დაგეხმარებათ, რეალურად გათავსუფლდეთ ამ მავნე ჩვევისაგან.
როდესაც იგრძნობ, რომ მზად ხარ, შეწყვიტო მოწევა, დაიწყე შემდეგი ხუთი პუნქტის შესრულება:

პუნქტი 1.
დათქვი მოწევის შეწყვეტის თარიღი
დათქვი მოწევის შეწყვეტის თარიღი
თარიღი მომდევნო ორი კვირის განმავლობაში შეარჩიე, რაც მოსამზადებლად საკმარის დროს მოგცემს. ნუ აირჩევ ისეთ დღეს, როდესაც დაკავებული, დაძაბული იქნები ან ცდუნებაზე უარის თქმა გაგიძნელდება (მაგალითად, მეგობრებთან ერთად გატარებული საღამო და სხვა).
პუნქტი 2.
აცნობე ოჯახის წევრებს და მეგობრებს, რომ მოწევას წყვეტ

მოწევის შეწყვეტა უფრო ადვილია, როდესაც გარშემო მყოფნი მხარს გიჭერენ. აცნობე, რომ მოწევის შეწყვეტა გადაწყვიტე და აუხსენი როგორ შეუძლიათ შენი დახმარება. ყოველ ჩვენგანს განსხვავებული შეხედულებები აქვს.
კარგად აუხსენი მეგობრებსა და ოჯახის წევრებს რა გჭირდება. არ იცი რა გჭირდება? შეგიძლია დაიწყო საუბარი მოწევის შეწყვეტის მიზეზებზე;
- სთხოვე ოჯახის წევრებსა და მეგობრებს შენთან ერთად დააკვირდნენ პროცესის მიმდინარეობას;
- აღნიშნე რატომ ეწევი და სთხოვე მეგობრებსა და ოჯახის წევრებს დაგეხმარონ.
- სთხოვე მათ თქვენთვის თამბაქოსგან თავისუფალი საქმიანობის მოფიქრება (მაგ. კინოში ერთად წასვლა)
- გყავს მეგობარი ან ოჯახის წევრი, რომელიც ეწევა? თხოვე შეწყვიტოს მოწევა ან შენთან ყოფნის დროს თავი შეიკავოს მოწევისაგან.
- მოწევის სურვილი შეიძლება გაგიჩნდეთ. ამიტომ, თხოვე მეგობრებს და ოჯახის წევრებს, რადაც არ უნდა დაუჯდეთ, სიგარეტის შოვნაში შეგიშალონ ხელი.
- გააფრთხილე მეგობრები და ოჯახის წევრები, რომ მოწევის შეწყვეტის პერიოდში უხასიათოდ იქნები, ამიტომ მოთმინება გამოიჩინონ და ხელი შეგიწყონ.
- იღებ რაიმე მედიკამენტს? შეატყობინე პირად ექიმს ან ფარმაცევტს, რომ აპირებ შეწყვიტო მოწევა. შესაძლოა დანიშნულების შეცვლა დაგჭირდეს.
მხარდაჭერა მოწევის წარმატებით შეწყვეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია. გაარკვიე სხვა მხარდამჭერი საშუალებები, ვარიანტები.

პუნქტი 3.
წინასწარ გაითვალისწინე და შესაბამისად დაგეგმე მოწევის შეწყვეტის დროს როგორ უნდა გადალახო სირთულეები

მოწევის შეწყვეტა ყველაზე რთული დასაწყისშია. უსიამოვნო შეგრძნებები, მოწევის ჟინი, თამბაქოს მოწევის შეწყვეტის შედეგად გამოწვეული სიმპტომები და სიგარეტის მოკიდების სურვილი გექნება. მოწევაზე თავის დანებებისათვის მზად რომ იყო, მნიშვნელოვანია ამ სირთულეებისათვის მომზადება. როდესაც დაიწყებ, გაითვალისწინე შემდეგი:
უსიამოვნო შეგრძნებები
მოწევის შეწყვეტიდან რამდენიმე კვირაში ხშირია უსიამოვნო შეგრძნებები და სიგარეტის მოწევის დიდი სურვილი, რასაც თამბაქო მოწევის შეწყვეტა, ანუ ორგანიზმის ნიკოტინის გარეშე არსებობის, შეგუების პერიოდი იწვევს. თუმცა, ყოფილ მწეველთა დიდი ნაწილი მსგავს სიმტომებს არ აღნიშნავს, ეგუება.
სიგარეტის შემადგენლობაში შემავალი ქიმიური ნივთიერება ნიკოტინი, დამოკიდებულებას იწვევს. მოწევის შეწყვეტამ, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები როგორიცაა:
- უხალისოდ ყოფნა, დეპრესია,
- უძილობა,
- ადვილად გაღიზიანება, სიბრაზე
- მოუსვენრობა, აღგზნებულობა ან შფოთვა,
- საღად მსჯელობის პრობლემები.
შესაძლოა, ამ შეგრძნებებისგან თავის დასაღწევად მოწევის სურვილი გაგიჩნდეს. გახსოვდეს, ეს ყველაფერი დროებითია, მიუხედავად იმისა, თუ როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს შეგრძნებები.
მოწევის მაპროვოცირებელი მიზეზები
მოწევის პროვოცირება შესაძლებელია გამოიწვიოს მწეველმა ადამიანმა, გარკვეულმა ადგილმა, ან თუნდაც საქმიანობამ. აუცილებელია ამ ყველაფრის გაანალიზება, რათა მათთან გამკლავება შეძლო;
ძლიერი სურვილი ხანმოკლე, მაგრამ ინტენსიურია. როგორც წესი, გრძელდება მხოლოდ რამდენიმე წუთი. წინასწარ მოიფიქრე და დაგეგმე რას გააკეთებ მოწევის ძლიერი სურვილის დროს.

პუნქტი 4.
მოაშორე სიგარეტი და მასთან დაკავშირებული ყველა ნივთი სახლიდან, მანქანიდან და სამსახურიდან

შეწყვეტის პერიოდში მოწევის სურვილი გექნება. გაუძელი; შენ ძლიერი ხარ! მოიშორე ის ნივთები, რაც მოწევის სურვილს იწვევს.
გაითვალისწინე შემდეგი:
- გადააგდე სიგარეტი და ასანთი, სანთებელა და საფერფლე. არ დაგავიწყდეს მანქანის საფერფლე და სანთებელა!
- ნუ შეინახავ სიგარეტის კოლოფს "ყოველი შემთხვევისათვის”. სიგარეტის კოლოფის შენახვა ხელს უწყობს მოწევის ხელახლა დაწყებას!
- უნდა მოიშორო სიგარეტის სუნი. გაასუფთავე და განაახლე ნივთები სახლში, მანქანაში, სამსახურში. მოწევის შეწყვეტა გაგიადვილდება, თუ სიგარეტის სუნს არ იგრძნობ;
- მოიშორე თამბაქოს ლაქები კბილებიდან. როდესაც სიგარეტის მოწევას შეწყვეტ, ყოველთვის სუფთა კბილები გექნება;
- ნუ გამოიყენებ თამბაქოს სხვა პროდუქტს (მაგ. ელ. სიგარეტი, ვაპოვაიზერი, აიქოსი ან სხვა მსგავსი).
სიგარეტის ნაცვლად თამბაქოს სხვა ნაწარმის გამოყენებაზე ფიქრობ?
კარგად დაფიქრდი. თამბაქოს შემცველი ყველა ნაწარმი შეიცავს ქიმიურ და მომწამვლელ ნივთიერებებს. ნიკოტინის ან კუპრის დაბალი შემცველობის მიუხედავად, ისინი ისევე საზიანო არიან, როგორც სიგარეტი. უკვამლო თამბაქო‚ ჩიბუხი‚ სიგარა‚ სიგარილო‚ ყალიონი, ჩილიმი, ელექტრონული სიგარეტი ასევე სერიოზულად ვნებს თქვენს ჯანმრთელობას.

პუნქტი 5.
გაესაუბრე ექიმს ან ფარმაცევტს თამბაქოზე დამოკიდებულების მკურნალობის საშუალებებზე

მოწევის ერთბაშად შეწყვეტა რთულია. ამიტომ გაესაუბრე ექიმს ან ფარმაცევტს თამბაქოზე დამოკიდებულების მკურნალობის საშუალებებზე. ექიმების და ფარმაცევტების უმრავლესობას შესწევს უნარი გიპასუხონ შეკითხვებზე, მოგაწოდონ ინფორმაცია და მიგანიშნონ შესაბამისი დაწესებულებები, სადაც დაგეხმარებიან.
თამბაქოზე დამოკიდებულების მკურნალობის მედიკამენტები, მათ შორის პლასტირი, საღეჭი რეზინი, ტაბლეტები და სხვ. ეფექტური საშუალებაა. მედიკამენტების გამოყენებამდე გაეცანი ინსტრუქციებს. თუ რაიმე შეკითხვა გაქვს, მიმართე ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ორსულად ხარ ან დაორსულებას აპირებ, გაესაუბრე ექიმს ნებისმიერი სახის მედიკამენტის გამოყენებამდე. თუ თამბაქოზე დამოკიდებულების მკურნალობის მედიკამენტის გამოყენება გაქვს გადაწყვეტილი, არ დაგავიწყდეს მისი შეძენა დათქმული თარიღისათვის.

მოწევის ძლიერი სურვილი
მოწევის ძლიერი სურვილი ჩნდება და ქრება. გარკვეული პიროვნებები, ადგილები და სიტუაციები ხელს უწყობენ მოწევის სურვილის გაჩენას. როგორ აპირებ ამ მომენტებთან გამკლავებას?
დაადგინე მაპროვოცირებელი მიზეზები
ამ მიზეზების ამოცნობა ხელს შეგიწყობს მათ კონტროლში. თავდაპირველად, მათი მთლიანად თავიდან არიდება მოგინდება; შემდეგ, მათ დასაძლევად შეიძლება იპოვო სხვა გზები. ქვემოთ ჩამოთვლილია მოწევის მაპროვიცირებელი მიზეზები:
- სტრესი/დაძაბულობა;
- უხასიათოდ ყოფნა;
- მარტოსულობა;
- მობილურზე საუბარი;
- ალკოჰოლის მიღება;
- ტელევიზორის ყურება;
- ავტომობილის მართვა;
- საკვების მიღების შემდგომი პერიოდი;
- შესვენება სამსახურში;
- კაფე/რესტორანი/ბარში ყოფნა;
- სხვა მწეველების დანახვა;
- სექსის შემდეგ;
- ყავის სმა.
დაგეგმე, როგორ გაუმკლავდები მოწევის ძლიერ სურვილს, რომელიც 5-10 წთ-ის განმავლობაში გრძელდება. ეს უსიამოვნო შეგრძნებაა, მაგრამ მალევე დასრულდება.
ჩამოწერე, რაზე შეგიძლია ყურადღების გადატანა.
დაურეკე ან ტექსტური შეტყობინება გაუგზავნე ვინმეს. ნუ იქნები მარტო ამ სიტუაციაში, დაიხმარე სხვებიც.
მოითმინე 15 წუთი. წაიკითხე ჟურნალი, მოუსმინე მუსიკას ან ითამაშე საყვარელი თამაში 15 წუთის განმავლობაში. სურვილი რამდენიმე წუთში გაქრება!
გაისეირნე. არ გაქვს საკმარისი დრო? კიბეზე ჩაირბინე და ამოირბინე რამდენჯერმე. ფიზიკური დატვირთვა, სულ მცირეოდენიც კი, ხელს უწყობს ენერგიის მატებას და მოწევის სურვილის გაქრობას.
იფიქრე თამბაქოსთვის თავის დანებების მიზეზზე. იმის გაანალიზება, თუ რატომ გსურს იყო თამბაქოსგან თავისუფალი, გაგიადვილებს მოწევის სურვილის დაძლევას.
ეწვიე ადგილებს, სადაც არ ეწევიან; ადგილებს, სადაც მოწევა აკრძალულია. რიგ საზოგადო ადგილებში მოწევა აკრძალულია. წაბრძანდი კინოში, თეატრში, მაღაზიაში ან სხვა ადგილას, სადაც იძულებული იქნები, არ მოწიო.
დათვალე ხარჯები. სიგარეტი ძვირია. დათვალე, რამდენს ზოგავ და გადაწყვიტე რისი შეძენა გსურს ამ დანაზოგით.
სიგარეტის ნაცვლად დაღეჭე საღეჭი რეზინი, ან თან იქონიე მაგარი კანფეტი.
კარგად მოქმედებს წყლის ყლუპ-ყლუპად სმა!
გადაიტანე ყურადღება სხვა რაიმეზე. როდესაც მოწევის ძლიერი სურვილი გიჩნდება, შეწყვიტე, რასაც აკეთებ და დაიწყე სხვა საქმიანობა. რუტინული საქმიანობის შეცვლა ხშირად უწყობს ხელს მოწევის სურვილის გაქრობას.
ღრმად ჩაისუნთქე და ამოისუნთქე. გაიმეორე 10-ჯერ, სანამ არ მოდუნდები. ამოსუნთქვას გაატანე მოწევის სურვილი.
მოწევის ძლიერი სურვილი გაჩნდება და გაქრება. გახსოვდეს, მისი დამარცხებისათვის ყოველთვის ქმედება ჯობს უმოქმედობას. უბრალოდ, არ მოწიო არცერთი ნაფაზი!

თამბაქოსთვის თავის დანებება
მწეველთა უმრავლესობამ იცის როგორ გრძნობს თავს, როდესაც არ ეწევა, მაგრამ არ იცის რატომ გრძნობს თავს ასე. ნიკოტინი დამოკიდებულების გამომწვევი მთავარი ნივთიერებაა. მწეველთა დაახლოებით 80-90% ნიკოტინზეა დამოკიდებული.
ნიკოტინი გავლენას ახდენს ორგანიზმზე‚ ასევე გონებაზე. დროთა განმავლობაში ორგანიზმი და გონება ნიკოტინს ეჩვევა.
მოწევის შეწყვეტის შემდეგ ორგანიზმი ნიკოტინის გარეშე არსებობას უნდა შეეგუოს, რამაც შესაძლებელია არასასიამოვნო შეგრძნებები გამოიწვიოს. ხშირად უარყოფითი სიმპტომები რამდენიმე დღე ან კვირა გრძელდება. ზოგიერთი ვერ უმკლავდება ამ შეგრძნებას და ხელახლა იწყებს მოწევას, რათა თავი უკეთ იგრძნოს.
უმრავლესობა ხელახლა მოწევას თავის დანებებიდან ერთი კვირის განმავლობაში იწყებს. ამ პერიოდში თამბაქოს შეწყვეტით გამოწვეული შეგრძნებები ყველაზე ძლიერია.
რა სიმპტომებს იწვევს ნიკოტინის მიტოვება („ლომკა“)
შეგრძნებები ინდივიდუალურია. აქ ჩამოთვლილია ყველაზე გავრცელებული სიმპტომები, რომლებიც ზოგიერთ მწეველს საერთოდ არ ახასიათებს ან ზოგიერთს კი გადაგდების დასაწყისში ერთი ორი სიმპტომი აღენიშნება:
- უხალისოდ ყოფნა, მოწყენილობა;
- უძილობა;
- გაღიზიანებულობა, სიბრაზე;
- საღად მსჯელობის, ფიქრის, კონცენტრირების პრობლემები;
- მოუსვენრობა;
- გულისცემის შენელება;
- შიმშილის გაძლიერებული გრძნობა ან წონის მატება.
მედიკამენტებისა და ქცევის ცვლილებების საშუალებით შესაძლებელია სიმპტომების მართვა. გახსოვდეთ, რომ სიმპტომები, ისევე როგორც მოწევის ძლიერი სურვილი, თანდათან ქრება.
რატომ მაქვს ისევ მოწევის სურვილი? მოწევის შეწყვეტით გამოწვეული სხვა სიმპტომები უკვე რამდენიმე კვირაა გაქრა.
მწეველთა უმრავლესობისთვის მოწევის სურვილი სხვა სიმპტომებზე უფრო ხანგრძლივია, რადგან მოწევის სურვილს სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს, როგორიცაა ადამიანები, ადგილები, საგნები, და სხვა. ამიტომ მნიშვნელოვანია, მათთან გასამკლავებლად სამოქმედო გეგმის მომზადება.
საშიშია ნიკოტინის მიტოვება („ლომკა“)?
მიუხედავად იმისა, რომ თამბაქოზე თავის დანებება არასასიამოვნო შეგრძნებებსა და სხვადასხვა სიმპტომებს იწვევს, იგი არ არის ჯანმრთელობისათვის საშიში; პირიქით, ჯანმრთელობის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებაა.
თამბაქოს მოწევის შეწყვეტით გამოწვეული ყველაზე არასასიამოვნო სიმპტომებიც კი დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში ქრება.
მოწევის შეწყვეტის შემდეგ, მწეველები ხშირად უჩივიან უხასიათოდ ყოფნას, მოწყენილობას. ეს ფაქტი, განსაკუთრებით საყურადღებოა დეპრესიისაკენ მიდრეკილ ადამიანებში.
თუ გაქვთ დეპრესია, ან თავს მოწყენილად გრძნობთ, აუცილებლად გესაჭიროებათ დახმარება!
შეიძლება ნიკოტინური დამოკიდებულების სამკურნალო საშუალებების მიღება?
დიახ! მედიკამენტები აორმაგებენ მოწევის სამუდამოდ შეწყვეტის შესაძლებლობას. მიიღე ინფორმაცია ექიმისგან ან ფარმაცევტისაგან. გახსოვდეს, რომ მედიკამენტები დაგეხმარება, მაგრამ მხოლოდ მათი იმედი ნუ გექნება. მზად იყავი, რომ გექნება მოწევის სურვილი და მედიკამენტებთან ერთად გამოიყენე სხვა მეთოდები.
აქ ჩამოთვლილია სხვადასხვა მედიკამენტი, რომელიც დაგეხმარება:
ნიკოტინჩანაცვლებითი საღეჭი რეზინი‚ პლასტირი‚ ინჰალატორი‚ სპრეი და ტაბლეტები. ნიკოტინჩანაცვლებითი თერაპია, ხელს უწყობს სიგარეტზე თავის დანებებით გამოწვეული სიმპტომების და მოწევის სურვილის შემცირებას.
თუ ორსულად ხარ ან დაორსულებას აპირებ, ნიკოტინჩანაცვლებითი თერაპიის გამოყენებამდე გაესაუბრე ექიმს ან ფარმაცევტს.
არანიკოტინური საშუალებები
მედიკამენტები, რომლებიც არ შეიცავს ნიკოტინს და გამოიყენება თამბაქოზე თავის დანებების მიზნით. ეს მედიკამენტები ხელს უწყობს თამბაქოს მოწევის შეწყვეტით გამოწვეული სიმპტომებისა და მოწევის სურვილის შემცირებას; ასევე ახდენს ნიკოტინის მოქმედების ეფექტის ბლოკირებას იმ შემთხვევაში თუ ადამიანი მოწევს.
შესაძლებელია განვითარდეს ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიც არის: გულისრევა, უცნაური სიზმრები; უფრო იშვიათია ხასიათის ცვლებადობა. გაესაუბრე ექიმს, ფარმაცევტს ამ მედიკამენტის შესახებ და მიიღე მხოლოდ ექიმის დანიშნულების მიხედვით, რომელიც გაიცემა რეცეპტით.
მედიკამენტი არ უნდა გამოიყენონ:
- თირკმლის პრობლემების მქონე პირებმა,
- ორსულებმა, მათ, ვინც გეგმავს ორსულობას ან მეძუძურმა დედებმა.

ცდუნებები/ჩავარდნა
ნუ დაყრით ფარ-ხმალს, თუ ერთ ან ორ ღერ სიგარეტს მოწევთ. ერთი სიგარეტის მოწევა უკეთესია ვიდრე ერთ კოლოფის. ამ შეცდომას ნუ გამოიყენებთ მიზეზად, რომ კვლავ დაიწყოთ მოწევა. როგორც წესი, ამგვარი ჩავარდნა მოწევის შეწყვეტიდან პირველი სამი თვის განმვალობაში ხდება. მწეველთა უმრავლესობა რამდენიმე მცდელობის შემდეგ აღწევს შედეგს და თამბაქოსგან თავისუფლდება.
რისი გაკეთება შეგიძლიათ:
- გაანალიზე, რომ შეცდი. ადგილი ჰქონდა უბრალოდ მცირე რეგრესს. ამით ხელახლა არ ხდები მწეველი;
- ნუ გააკრიტიკებ ზედმეტად საკუთარ თავს. ეს არ ნიშნავს, რომ დამარცხდი და არ შეგიძლია მოწევის სამუდამოდ შეწყვეტა;
- ძალიან მარტივადაც ნუ შეხედავ ჩავარდნას. ნუ იფიქრებ "არა უშავს, შემიძლია მთელი კოლოფიც მოვწიო". აუცილებელია მაშინვე არამწეველ გადაწყვეტილებას დაუბრუნდე. გახსოვდეს საკუთარი მიზანი - იყო თამბაქოსგან თავისუფალი, არცერთი ნაფაზი;
- იფიქრე რა კარგ დროს ატარებ მოწევის გარეშე. ეცადე, გაიუმჯობესო უნარები, რომლებიც გეხმარება თავიდან აიცილო ცდუნება;
- გაანალიზე მაპროვოცირებელი მიზეზი. რამ გაიძულა, რომ მოგეწია? მოიფიქრე, როგორ უნდა გაუმკლავდე ამ მიზეზს მომავალში;
- ისწავლე საკუთარი გამოცდილებიდან, ყველაზე მეტად რამ შეგიწყო ხელი, რომ არ მოგეწია? აუცილებლად გაიმეორე საჭიროების შემთხვევაში;
- იყენებ თამბაქოზე დამოკიდებულების მკურნალობის მედიკამენტებს? ნუ შეწყვეტ მის მიღებას ერთი ან ორი სიგარეტის მოწევის გამო.
- თხოვე დახმარება მეგობრებს, ოჯახის წევრებს, თანამშრომლებს. არ არის საჭირო განმარტოება!

თამბაქოსგან თავისუფლად ყოფნა
მოწევის შეწყვეტას და თამბაქოსგან თავისუფლად დარჩენას გამბედაობა სჭირდება. უნდა იამაყო იმით, რასაც მიაღწიე. ეხლა, როცა მოწევა შეწყვიტე, უნდა იფიქრო იმაზე, რომ საერთოდ არ მოწიო.
გთავაზობთ 5 რჩევას არამწეველის სტატუსის შესანარჩუნებლად:
1. ნუ მოადუნებთ ყურადღებას
ორგანიზმი შეიცვალა, რაც მოწევა შეწყვიტე. გარკვეული ადამიანები, ადგილები, ნივთები, სიტუაციები მოწევის დიდ სურვილს გამოიწვევს მოწევის შეწყვეტიდან წლების შემდეგაც; ამიტომ, აუცილებელია, რომ არ მოწიო არც-ერთი ნაფაზი, არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ხნის წინ შეწყვიტე მოწევა.
მოწევის შეწყვეტის შემდეგ, მოწევის სურვილი ხშირად ერთსა და იმავე დროს ან ერთსა და იმავე ადგილას ჩნდება. გაანალიზე მოწევის სურვილის გამომწვევი მიზეზები, რომ მათი დამარცხება შეძლო.
2. შეებრძოლე სურვილს
რაც უფრო ხშირად გაუძლებ სურვილებს, მით უფრო ადვილად გაქრება მოწევის სურვილი. გაუძელი ამ სურვილს, გამოიყენე მეთოდები, რომელიც ამ სურვილის უარყოფაში გეხმარება (მაგ. გასეირნება, ღრმად ჩასუნთქვა, და სხვა).
3. იყავი ოპტიმისტი
ნუ დასჯი საკუთარ თავს, თუ რამდენიმე კვირის შემდეგ ერთ სიგარეტს მოწევ. ნუ იფიქრებ, რომ მოწევა ან სრულად უნდა შეწყვიტო ან მოწიო; ყოველდღე თითო ნაბიჯი გადადგით, მოწევის შეწყვეტის პროცესი გამოცდილების დაგროვებას უწყობს ხელს.
4. დაასაჩუქრე საკუთარი თავი
მოწევის შეწყვეტა რთულია და თამბაქოსგან თავისუფლად ყოფნა მიღწევაა, ამიტომ დაასაჩუქრე საკუთარი თავი ასეთი მიღწევისათვის. მას შემდეგ, რაც აღარ ყიდულობ სიგარეტს და ფულს ზოგავ, გაუკეთე საკუთარ თავს საჩუქარი. ან უბრალოდ გაისეირნე და ისიამოვნე სუფთა ჰაერით, თუნდაც კინოში მეგობართან ერთად წაბრძანდი.
5. დაიხმარე სხვები
მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პერიოდია თამბაქოსგან თავისუფალი ხარ, შესაძლებელია კვლავ გაგიჩნდეს მოწევის სურვილი. ასეთ შემთხვევაში ნუ შეგრცხვებათ დახმარებისთვის მიმართო მათ, ვინც ადრე გეხმარებოდათ. ეს ნორმალურია და არ მიანიშნებს თქვენს სისუსტეზე. ხშირად ამ თემებზე საუბარი ხელს უწყობს, იყო თამბაქოსგან თავისუფალი.
გახსოვდეს, რომ მოწევის შეწყვეტა ყოველდღიური პროცესია. იზეიმე მიღწევები (დიდი თუ პატარა); შენ ეს დაიმსახურე!

თუ დამოუკიდებლად ვერ ახერხებთ მოწევის შეწყვეტას - ჩვენ დაგეხმარებით!
გაეცანით ,,ანტინიკოტინის" მოწევის შეწყვეტის ციფრულ პროგრამას, ჩაეწერეთ და უმარტივესი გზით დაანებეთ მოწევას თავი