​სიგარეტის მოწევა ადამიანის ჯანმრთელობაზე ძალიან ბევრი მიმართულებით ახდენს უარყოფით გავლენას;

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომი, რომელსაც მწეველები ხშირად უჩივიან, არის მწეველის ხველა.

ბევრი მწეველისთვის ეს თითქოს ჩვეულებრივი მოვლენაა; თუმცა რეალურად – ეს ორგანიზმის შიდა პრობლემების ერთ-ერთი სერიოზული სიგნალია.

მწეველს ახასიათებს ქრონიკული, გამუდმებული ხველა, რომელიც ჩნდება ნიკოტინისა და თამბაქოს კვამლში შემავალი ტოქსიკური ნივთიერებების რეგულარული ზემოქმედების შედეგად.

ხველა შეიძლება იყოს:

- მშრალი,
ნახველით,
დილაობით უფრო ძლიერი,
მუდმივად განმეორებადი.

სხეული ამ გზით ცდილობს გამოიტყორცნოს დამაზიანებელი ნაწილაკები და ლორწო, რომელიც ფილტვებში გროვდება.

მწეველის ხველის  მთავარი მიზეზი არის ფილტვების და სასუნთქი გზების გაღიზიანება.

თამბაქოს კვამლი აზიანებს სასუნთქი გზების შიდა გარსს, რის შედეგადაც:

აღარ ხდება ფილტვების გასაფთავება,
იწყება ლორწოს დაგროვება,
ორგანიზმი ცდილობს მას ხველით მოშორებას.

თუ ხველა ხანგრძლივი და მძიმეა, შესაძლოა განპირობებული იყოს შემდეგი პათოლოგიებით:

ქრონიკული ბრონქიტი,
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება.

ეს უკვე უფრო სერიოზული პრობლემებია, რომლებიც აუცილებლად მოითხოვს სამედიცინო დახმარებას.

მწეველმა უყურადღებოდ არ უნდა დატოვოს ხველის სიმპტომები:

დილაობით ძლიერი, გამუდმებული ხველა,
ლორწოს ან ნახველის გამოდინება,
დაღლილობის შეგრძნება,
ამოსუნთქვის გაძნელება,
გულმკერდში სიმძიმის შეგრძნება.

აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს თუ ხველას თან ახლავს:

სისხლიანი ნახველი,
მაღალი ტემპერატურა,
უეცარი დაძაბული სუნთქვა

არის თუ არა მწეველის ხველა საშიში?

დიახ – და არა მხოლოდ იმიტომ, რომ უსიამოვნოა.
ხველა ხშირად არის ორგანიზმის სიგნალი, რომ ფილტვებში უკვე მიმდინარეობს ცვლილებები.

დროულად რეაგირება მნიშვნელოვანია, რადგან დაუმუშავებელი ხანგრძლივი პრობლემები შეიძლება გადაიზარდოს:
ქრონიკულ ბრონქიტში,
- ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებაში,
ფილტვის მძიმე დაზიანებაში,
ფილტვის კიბოს რისკის ზრდაში.

მწეველმა ხველის შესამსუბუქებლად უნდა გაითვალისწინოს ჩვენი რეკომენდაციები:

- დალიეთ ბევრი წყალი, რაც ლორწოს განზავებას დაეხმარება,
მოერიდეთ ცივი და მშრალი ჰაერის შესუნთქვას,
გამოიყენეთ გამათბობელი ორთქლის ინჰალაცია,
იმოძრავეთ – ფიზიკური აქტივობა ფილტვების გაწმენდას აძლიერებს,

მაგრამ, რეალურად, ყველაზე ეფექტური გზა მოწევის შეწყვეტაა, რაც:

- ამცირებს ხველას, ისე რომ საბოლოოდ ხველა საერთოდ ქრება,
აუმჯობესებს სუნთქვას,
ამაღლებს ენერგიას,
- საგრძნობლად ამცირებს დაავადებების რისკს.

გსურთ სამუდამოდ გათავისუფლდეთ ნიკოტინისგან? ჩაერთეთ თქვენზე მორგებულ მოწევის შეწყვეტის ინდივიდუალურ ციფრულ პროგრამაში