Image description

​▶ თამბაქოს კვამლში იდენტიფიცირებულია 7000-ზე მეტი ქიმიკატი

▶მწეველები რეგულარულად მოიხმარენ თამბაქოს, რადგან ისინი ნიკოტინზე არიან დამოკიდებულნი

▶ თამბაქოს კვამლი შეიცავს 70 კარცენოგენურ (კიბოს გამომწვევი) ნივთიერებას

▶ თამბაქოს მეორადი კვამლი შეიცავს 4000-ზე მეტ ქიმიურ ნივთიერებას, მათგან 50 კიბოს გამომწვევია

▶ თამბაქოს კვამლში არის იგივე ნივთიერებები, რაც სადეზინფექციო ხსნარებსა და ფხვნილებში, ფანჯრის საწმენდ სითხეებში, გაზის ბალონებში, ბენზინში, ლაქის გამხსნელებში და ა.შ. 

▶ თამბაქოს ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს - ნიკოტინს, ადამიანი ისევე ეჩვევა, როგორც კოკაინს ან ჰეროინს

▶ დღეში 10 ან მეტი სიგარეტის ღერის მოწევა სიცოცხლის ხანგრძლივობას საშუალოდ 5 წლით ამცირებს, ხოლო ფილტვის კიბოს განვითარების რისკს 20-ჯერ ზრდის

▶ თამბაქოზე დამოკიდებულების დაავადების ძირითადი ეტიოლოგიური ფაქტორია ნიკოტინი

▶ ნიკოტინი არის მაღალდამოკიდებულების ნარკოტიკი რომელიც თამბაქოს შემადგენლობაშია და რომელიც განსაზღვრავს დამოკიდებულებას

▶ ნიკოტინური დამოკიდებულების ხარისხი დამოკიდებულია თამბაქოს მოხმარების სტაჟზე, ყოველდღიურად მოხმარებული ღერების სიხშირეზე და გამოყენებული თამბაქოს ნაწარმის სახეობაზე

▶ თამბაქოზე დამოკიდებულება დაავადებაა, რომელიც იწვევს თამბაქოს უწყვეტ და დროში გახანგრძლივებულ მოხმარებას. 

▶ თამბაქოს მოხმარება ასოცირდება ხანგრძლივ, თამბაქოს ნაწარმის (სიგარეტი, სიგარები, ჩიბუხი, ბიდი, ჰუკა, საღეჭი თამბაქო და სხვ.) ყოველდღიურ მოხმარებასთან. 

▶ მწეველების უმრავლესობა ვერ ანებებს თამბაქოს მოწევას თავს საკუთარი სურვილით. 

▶ სამედიცინო ტერმინოლოგიით მოწევა განისაზღვრება როგორც  თამბაქოზე დამოკიდებულება, ნიკოტინდამოკიდებულება, თამბაქოზე მიჩვევა ან ნიკოტინზე მიჩვევა.

▶ ​თამბაქოზე დამოკიდებულება არის სამედიცინო მდგომარეობა და არა ჩვევა, სისუსტე, სიამოვნება ან ცხოვრების სტილის არჩევანი.

Image description
გსურთ სამუდამოდ გათავისუფლდეთ ნიკოტინისგან? ჩაერთეთ თქვენზე მორგებულ მოწევის შეწყვეტის ინდივიდუალურ ციფრულ პროგრამაში

გადასვლა ახალ გვერდზე