მწეველობის სტატუსი არის მწეველების კლასიფიკაცია, რომლის საშუალებითაც დგინდება მწეველის ნიკოტინზე დამოკიდებულების ხარისხი;

აღნიშნული კლასიფიკაციის მიხედვით მწეველები შესაძლებელია დავყოთ შემდეგნაირად:

​- ყოველდღიური მწეველი არის პიროვნება, რომელმაც მოწია სულ მცირე ბოლო 3 თვის განმავლობაში ყოველდღიურად.

- იშვიათი მწეველი არის ადამიანი რომელიც ეწეოდა, თუმცა არა ყოველდღიურად.

-ყოფილი მწეველი არის ადამიანი, რომელმაც შეწყვიტა მოწევა სულ მცირე 6 თვე მაინც.

- არამწეველი არის ადამიანი, რომელსაც არ მოუწევია 100 ღერ სიგარეტზე მეტი მის სიცოცხლეში (ან 100 გ თამბაქო, სიგარების შემთხვევაში ან სხვა თამბაქოს ნაწარმი).

გსურთ სამუდამოდ გათავისუფლდეთ ნიკოტინისგან? ჩაერთეთ თქვენზე მორგებულ მოწევის შეწყვეტის ინდივიდუალურ ციფრულ პროგრამაში