არსებობს მწეველთა რამდენიმე ტიპი:

ემოციური

ეწევა იმისთვის, რომ დამშვიდდეს და გონება მოიკრიბოს. ტანჯავს უძილობა, ხშირად ეწევა ღამით, საწოლში. ტემპერამენტის მიხედვით ის ქოლერიკი, მელანქოლიკი ან შერეული ტიპია. შემოქმედებითი პიროვნებაა, რომელსაც ახასიათებს მკვეთრი ემოციური განცდები, მაგრამ აუცილებლად ნეგატიური შეფერილობისა. ასეთ ადამიანს სჭირდება მოწევის გადასაჩვევი კომპლექსური პროგრამა. 

პრაგმატიკოსი

სიგარეტის მოწევის პროცესს აჭიანურებს, რათა გაიხანგრძლივოს საზრუნავისაგან თავისუფალი დრო. პროცესი მას სიამოვნებას ანიჭებს. მნიშვნელოვანი რიტუალია სიგარეტი და ყავა სადილის შემდეგ. ის სანგვინიკია, ხშირად ბიზნესმენი ან მაღალანაზღაურებადი სპეციალისტი. ჰიპნოზი, რეფლექსოთერაპია, ფსიქოთერაპია და, საზოგადოდ, ექიმი მას ვერ დაეხმარება. ამ პროცესში მისთვის ავტორიტეტები არ არსებობს. ის თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, როდის დაანებოს ან საერთოდ დაანებოს თუ არა თავი მოწევას. ამ გადაწყვეტილების ხორცშესხმაში მას დაეხმარება წიგნი და სპორტი.

დამოკიდებული

აბოლებს კომპანიისთვის. მოწევას იწყებს მეგობრის გავლენით, ხშირად - სიყმაწვილეში. სიგარეტი სიამოვნებას არ ანიჭებს, მაგრამ ხელიდან არ უშვებს შესვენებაზე მოწევის შემთხვევას. შეიძლება იყოს ქოლერიკიც, მელანქოლიკიც და ფლეგმატიკიც. თავისით სიგარეტს ვერასოდეს მიატოვებს. მას დაეხმარება ჰიპნოზი და ფსიქოთერაპიის ხანგრძლივი კურსი. ყველაზე მეტად გაუადვილდება სიგარეტისთვის თავის დანებება შვებულების დროს, როცა გართობა სხვანაირადაც შეიძლება. იმავდროულად, უნდა გადახედოს ნაცნობების წრეს. მას ძალიან სჭირდება გარშემო მყოფთა თანადგომა. მასზე ძალიან მოქმედებს დაშინება, მაგალითად, ფილტვის ან ყელის კიბოთი.

სიგარეტზე შეყვარებული

უარს არ ამბობს დამღუპველ ჩვევაზე, რადგან თაყვანს სცემს თვით პროცესს. თამბაქო მას პირველივე სიგარეტიდან ითრევს. სიგარეტზე უარის თქმა შეიძლება აიძულოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა რეალურმა საფრთხემ. რეკომენდებულია მკურნალობა ექიმის მკაცრი კონტროლის ქვეშ. შეიძლება, დაეხმაროს პრეპარატები, რომლებიც იწვევს სიგარეტის ზიზღს, ღებინებას, ასევე - მასაჟი, ნემსოთერაპია და საუნა. ძალიან მნიშვნელოვანია მოწევის პროცესის ჩანაცვლება ახალი ჰობით, სპორტით.

გსურთ სამუდამოდ გათავისუფლდეთ ნიკოტინისგან? ჩაერთეთ თქვენზე მორგებულ მოწევის შეწყვეტის ინდივიდუალურ ციფრულ პროგრამაში