​ორ­გა­ნიზ­მში ნი­კო­ტი­ნუ­რი ალ­კა­ლო­ი­დე­ბის დე­პოს ე.წ. ნი­კო­ტი­ნუ­რი რე­ცეპ­ტო­რე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ.

ნი­კო­ტი­ნის აქ­ტი­უ­რი ფრაქ­ცია, რო­მე­ლიც თავ­სდე­ბა უჯრე­დის ბირ­თვში და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებს ყვე­ლა სა­ხის
სა­სი­ცო­ცხლო პრო­ცე­სებ­ში (უჯრე­დო­ვა­ნი კვე­ბა, ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლა, ცენ­ტრა­ლუ­რი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის სის­ხლით და ჟანგბა­დით მო­მა­რა­გე­ბა) თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბის შე­წყვე­ტი­დან უმოკ­ლეს ვა­დებ­ში გა­მო­ი­დევ­ნე­ბა.

ეს ვადა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია და შე­იძ­ლე­ბა შე­ად­გენ­დეს 24 სა­ა­თი­დან 5-7 დღემ­დე

რაც შე­ე­ხე­ბა ნი­კო­ტი­ნურ რე­ცეპ­ტო­რებ­ში და­ლე­ქილ ნი­კო­ტი­ნურ ალ­კა­ლო­ი­დებს (ე.წ. პა­სი­უ­რი ფრაქ­ცია) - მათი
გარ­კვე­უ­ლი კონ­ცენ­ტრა­ცია ორ­გა­ნიზ­მში რჩე­ბა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში.

ისი­ნი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ იღე­ბენ ორ­გა­ნიზ­მის­თვის სა­სი­ცო­ცხლო პრო­ცე­სებ­ში, თუმ­ცა დრო და დრო გა­აქ­ტი­უ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ყო­ფილ მწე­ველს სი­გა­რეტს ,,შე­ახ­სე­ნე­ბენ" ხოლ­მე.

ამი­ტო­მაა, როცა ყო­ფი­ლი მწე­ვე­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ სი­გა­რეტს არ ეწე­ვა დიდი ხა­ნია, მაგ­რამ ხანდხან მა­ინც
​მო­უნ­დე­ბა თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბა.

და­ბო­ლოს, სწო­რედ ამ ნი­კო­ტი­ნუ­რი ალ­კა­ლო­ი­დე­ბის პა­სი­უ­რი ფრაქ­ცი­ე­ბის მოქ­მე­დე­ბის გამო, თუკი ადა­მი­ან­მა
თუნ­დაც 5 წლის შემ­დეგ და­ი­წყო ისევ თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბა, ყვე­ლა ორ­გა­ნიზ­მში პა­თო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სი იმა­ვე
ინ­ტენ­სი­ვო­ბით წა­რი­მარ­თე­ბა - თით­ქოს 5 წლი­ა­ნი თავ­შე­კა­ვე­ბა არც ყო­ფი­ლი­ყოს.

მრა­ვალ­მა მეც­ნი­ე­რულ­მა გა­მოკ­ვლე­ვამ და­ა­დას­ტუ­რა, რომ ორ­გა­ნიზ­მი ნი­კო­ტი­ნის­გან სრუ­ლად თა­ვი­სუფ­ლდე­ბა
თით­ქმის იმ ვა­და­ში, რა ვა­დის გან­მავ­ლო­ბა­შიც მო­იხ­მარ­და მწე­ვე­ლი სი­გა­რეტს. 

ამ ფაქ­ტო­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ეწო­დე­ბა მწე­ვე­ლო­ბას - ქრო­ნი­კუ­ლი ნი­კო­ტი­ნიზ­მი.

თამ­ბა­ქო­ზე თავ­შე­კა­ვე­ბა უდა­ოდ დიდი წარ­მა­ტე­ბაა, თუმ­ცა ყოფილ მწეველს ყო­ველ­თვის უნდა ახ­სოვ­დეს, რომ
მუდ­მი­ვი მო­ბი­ლი­ზე­ბა, მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გის გან­მტკი­ცე­ბა - აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­ბო­ლოო წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად.

გსურთ სამუდამოდ გათავისუფლდეთ ნიკოტინისგან? ჩაერთეთ თქვენზე მორგებულ მოწევის შეწყვეტის ინდივიდუალურ ციფრულ პროგრამაში