ცნობილი ფაქტია, რომ მოწევა იწვევს დამოკიდებულებას, რომელიც თავისი შინაარსით შეიძლება იყოს:

- დაბალი  ხარისხის ან არ არსებული დამოკიდებულება,

- საშუალო ხარისხის დამოკიდებულება,
- მაღალი ხარისსხის დამოკიდებულება.

ნიკოტინზე ძლიერი ხარისხის დამოკიდებულება გაცილებით უფრო რთული გასანეიტრალებელია, ვიდრე სუსტი დამოკიდებულება; შესაბამისად, მოწევის შეწყვეტის პროცესში ნიკოტინისადმი ძლიერი დამოკიდებულება გაცილებით უფრო დამაბრკოლებელ ფაქტორს წარმოადგენს ვიდრე სუსტი დამოკიდებულება;

მაღალი ხარისხის დამოკიდებულების მქონე მწეველებისთვის დამახასიათებელია:

- დღის პირველი ღერი სიგარეტის მოწევა გაღვიძებიდან 5-10 წუთის შუალედში;
- განსაკუთრებული გართულება დღის პირველ ღერის მოწევისგან თავშეკავებაზე;
 
- მოწევისგან თავის შეკავების მიღწევა იმ ადგილებში, სადაც მოწევა აკრძალულია;
- დღეში 20 და მეტი ღერი სიგარეტის მოწევა;
- დღის პირველ ნახევარში უფრო მეტი ღერი სიგარეტის მოწევა, ვიდრე დღის მეორე ნახევარში;

მეცნიერულად დადასტურებული ფაქტია, რომ ​ნიკოტინს მხოლოდ ძლიერი მოტივაცია ამარცხებს!


საინტერესოა, რომ როცა მწეველს მოწევის შეწყვეტის ძლიერი მოტივაცია გააჩნია, ასეთ შემთხვევაში ყოველგვარ ძალას კარგავს ნიკოტინზე დამოკიდებულების ხარისხი, მათ შორის ძლიერი დამოკიდებულება;

გსურთ სამუდამოდ გათავისუფლდეთ ნიკოტინისგან? ჩაერთეთ თქვენზე მორგებულ მოწევის შეწყვეტის ინდივიდუალურ ციფრულ პროგრამაში