​თამბაქოს მომხმარება მწეველში რიგ შეძენილ რეფლექსებს აყალიბებს, რომელთა განმტკიცება მწეველობის სტაჟის ზრდასთან ერთად ხდება; ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოვლინება რიტუალური ღერებია.

თუ დაუკვირდებით, ნებისმიერი ღერის მოხმარებისას მწეველი ერთიდაიგივე ქცევებით ხასიათდება. სიგარეტის ღერის ჭერის მანერა, ნაფაზის დარტყა და ა.შ.

რაც მთავარია, მწეველს უყალიბდება გარკვეული რიტუალური ქცევები, რაც უმრავლეს შემთხვევაში დღის გარკვეულ მომენტებში აღენიშნებათ.

რიტუალური ღერების მოხმარება სწორედ ამ მომენტებში ხდება.

რიტუალური ღერები სხვადასხვა მწეველში განსხვავებულია და შეიძლება იყოს:

- მოწევა გაღვიძებისთანავე
- მოწევა ტუალეტში
- მოწევა ყავის სმის დროს
- მოწევა საკვების მიღებისთანავე
- მოწევა საჭესთან დაჯდომისთანავე
- მოწევა ტელევიზორის ყურებისას
- მოწევა საქმიანი დისკუსიის დროს
- მოწევა სექსის შემდეგ
- მოწევა მობილურზე საუბრისას
- მოწევა შენობიდან გამოსვლისთანავე
- მოწევა სხვა მწეველთან ურთიერთობისთანავე და ა.შ.

როგორც წესი, ყველა მწეველი თვლის, რომ რიტუალური ღერის მოხმარება მისთვის განსაკუთრების მნიშვნელოვანი და აუცილებელია;

სწორედ ამიტომ, თუ მწეველმა თუნდაც ერთი რიტუალური ღერის მოხმარება გამოტოვა, მას მეყსეულად დისკომფორტი ეწყება.

სინამდვილეში, რიტუალური ღერების არსებობა კიდევ ერთი დასტურია, რომ მწეველი თამბაქოზე დამოკიდებულია; შესაბამისად, დღის განმავლობაში რაც მეტია რიტუალური ღერები, მით უფრო დამოკიდებულია მწეველი თამბაქოზე. 

თუ მწეველს დღეში 3-5 რიტუალური ღერი მაინც გააჩნია, ეს ნიშნავს, რომ თამბაქოს მოხმარებაზე იგი ძლიერადაა დამოკიდებული.

ხშირ შემთხვევაში, რიტუალური ღერები შეადგენენ ხელშემშლელ ფაქტორებს მოწევის შეწყვეტის პროცესში; ამიტომ, თუ მწეველი ცდილობს ეტაპობრივად შეწყვიტოს მოწევა, პირველ დღეებში არ უნდა შეზუდოს რიტუალური ღერების მოხმარება;

მეორე, რაც ამ დროს მწეველმა უნდა გაითვალისწინოს, ისაა, რომ ჯობს ყოველდღიურად  მოხმარებული ღერების შეცირების პარალელურად, დღეში ერთი რიტუაულური ღერის მოწევაც შეზღუდოს და ასე დღეების მიხედვით შეამციროს რიტუალური ღერების რაოდენობა.

როგორც ვთქვით, რიტუალური ღერის არ მოწევა განსაკუთრებულ დისკომფორტს იწვევს; ამიტომაც, მწეველმა უნდა დაგეგმოს რიტუალური ღერების საწინააღმდეგო ეფექტური სტრატეგია; 

კეერძოდ, რიტუალური ღერის მოწევის მაგივრად მწეველმა უნდა დალიოს ერთი ჭიქა ონკანის წყალი, თუ დისკომფორტი არ გადაუვლის - 3 წუთში უნდა დალიოს კიდევ ერთი ჭიქა;

ამ დროს მნიშვნელოვანია ყურადღების გადატანა სხვა საკითხებზე, საუბარი, მარტოდ არ ყოფნა, სიარული.

ძალიან მნიშვნელოვანია მწეველმა იცოდეს, რომ თუ იგი ყოველდღიური რიტუალური ღერებიდან თუნდაც ერთს დაძლევს - ეს ნიშნავს, რომ მას ძალუძს მოწევის მთლიანად შეწყვეტა.

ჩვენი რეკომენდაციაა:

- კარგად დააკვირდით და ჩამოაყალიბეთ ყოველდღიური რიტუალური ღერების სია
- აირჩიეთ ერთი რიტუალური ღერი და მოემზადეთ, რომ მეორე დღიდან ამ ღერს აღარ მოწევთ
- შეიმუშავეთ ამ რიტუალური ღერის მოხმარებს მაგივრად რას გააკეთებთ მოცემულ მომენტში, ეს საკითხი კარგად დაგეგმეთ;
- პირველი წარმატებისთანავე დაარწმუნეთ თავი, რომ თქვენ ეს შეძელით და შემდეგშიც შეძლებთ
- დაგეგმეთ მეორე რიტუალური ღერის არ მოწევის სტრატეგია და ეს განახორციელეთ მეორე დღეს;
- ასე, დღეების მიხედვით, უარი თქვით კონკრეტულ რიტუალურ ღერებზე

თუ ამ რეკომენდაციებს განახრციელებთ - წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ.

გსურთ სამუდამოდ გათავისუფლდეთ ნიკოტინისგან? ჩაერთეთ თქვენზე მორგებულ მოწევის შეწყვეტის ინდივიდუალურ ციფრულ პროგრამაში