მოწევა დავიწყე 2013 წლის ივლისიდან. თითო-თითო ღერით დღეში. დარწმუნებული ვიყავი, როცა მომინდებოდა, მაშინ დავანებებდი თავს. არასდროს გავხდებოდი დამოკიდებული. ალბათ სადღაც 1 წელი ასეც იყო, ცოტას ვეწეოდი მართლა, მაქსიმუმ 3 ღერს დღეში, ისიც მხოლოდ სახლში, მარტო, ჩემს ოთახში, აივანზე, დღის ბოლოს.
მერე გართულდა. ახალ სამსახურში გადავედი და იმის ფონზე, რომ კარგი თანამშრომლები მყავდა, სიგარეტის მოწევამ მიიღო გარკვეული რიტუალის სახე – აივანზე გავდიოდით დროის ერთად გასატარებლად, დღეში 4-5 ჯერ თავიდან, მერე თუ საინტერესოდ ვსაუბრობდით, ერთ გასვლაზე ერთი ღერიც აღარ იყო საკმარისი და მოკლედ უცებ აღმოვაჩინე, რომ 10 ღერამდე ავედი. მერე ისიც აღმოვაჩინე, რომ ასე ადვილად ვერც ვამცირებდი და მითუმეტეს, თავს ვერ ვანებებდი.
რატომ ვეწეოდი? აი სულ თავიდან, ის 3 ღერი იყო გამართლებული. ყველა ფიქრს ვატანდი და სიამოვნებას ვიღებდი ტვინის გათიშვისგან, გარდა ამისა, საკუთარ თავთან მარტო დარჩენისას რაღაცნაირად მომწონდა ეს მოწევის იდეა. მიხდებოდა.
შემდეგ, ბევრი რომ გახდა ეს 3 ღერი – სრულიად დაკარგა ფიზიკური ეფექტი, ეს იყო ჩვევა, რომელსაც ვეღარ დავანებებდი თავს როცა მომინდებოდა.
კიდევ, იცით, ჩემნაირი ადამიანებისთვის გამოსავალია, როცა ხშირად არ იცი, რა აკეთო სხვა ადამიანებთან ერთად. მით უმეტეს, სუფრებზე, ადამიანების თავშეყრის ადგილას, მაშინ, როცა ყველას მონახული აქვს სალაპარაკო თემა და სულ მარტო რომ არ იგრძნო თავი, სიგარეტი გატყუებინებს თავს, რომ დაკავებული ხარ. ამ ყველაფერს ჰქონდა ფსიქოლოგიური დატვირთვა.
მერე დავფიქრდი, რომ არ მომწონდა გარკვეული „გვერდითი მოვლენები“ – მუდმივად მქონდა სუნი თმაზე (ტანსაცმელზე დიდად ვერ ვამჩნევდი), ვერ ვსუნთქავდი მთელი ფილტვებით, მიჭირდა სუნთქვა ცხვირით, მაწუხებდა გული – ისე არა, რომ შემშინებოდა, მაგრამ გაღვიძებისას განსაკუთრებით ვგრძნობდი რომ სუნთქვა მიჭირდა.
ერთი დღეც ვერ ვძლებდი, რომ არ მომეწია… მომიგო მოკლედ ჩვევამ, დავკარგე კონტროლი.
მინდოდა, რომ აღარ მომდომებოდა მოწევა, უბრალოდ დამენებებინა თავი, მაგრამ წარმოუდგენელი იყო დღე, დილა, საღამო, სუფრა სიგარეტის გარეშე.
იმდენად მივეჩვიე, რომ თუ მგზავრობა მიწევდა მაგალითად, ბათუმში, ანუ მატარებელში 5 საათი მაინც უნდა გამეტარებინა, სული მეხუთებოდა, მარტო იმას ვფიქრობდი როდის ჩავიდოდა მატარებელი და გაჩერდებოდა, გადმოსვლისთანავე ვეწეოდი, შეპყრობილი ვიყავი, გაღიზიანებული, სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობდი.
დილით რა წყალი ან საჭმელი – პირველ რიგში სიგარეტს ჩავაფრინდებოდი ხოლმე. აღარ ვიცოდი, რა უნდა მომხდარიყო თავი რომ დამენებებინა. თანდათან უნდა შემექმნა სარჩული და მეფიქრა უარყოფითად. რას მაძლევდა მოწევა? უკვე არაფერს.
ველოდებოდი ნიშნებს, მაგალითად ) ექიმთან მივიდე და მითხრას კიბო გაქვს ფილტვების და ვსო, აღარ შეიძლება მოწევა – ეგრევე დავანებებდი. ვიცოდი, რომ მქონდა გამოსართველი ტვინში, უბრალოდ რაღაც სჭირდებოდა – მომწიფება იდეას. ის უკვე ზუსტად ვიცოდი, რომ ღერ-ღერის გამოცლით ვერ შევწყვეტდი. ვერც ისე გამომივიდა – ჩემთვის აღარ ვიყიდი და ვისაც ექნება გამოვართმევ თქო და შემცირდება ასე თავისთავად. ჰოდა, როცა შემრცხვა თითო-თითო ღერის მათხოვრობა სამსახურში, ისევ ვიყიდე.
მერე ერთმა ადამიანმა, ვინც პირველად დამინახა, არც რაიმე იცოდა ჩემ შესახებ, არც სიგარეტის სუნი უნდა მქონოდა წესით, ხელებზე დახედვით მითხრა რომ ვეწეოდი და სუნთქვის პრობლემები მქონდა. ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო საკვანძო მომენტი, მაგრამ მომწიფებულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას იდეალურად დაემატა უცხო ადამიანის მიერ ნათქვამი, რაც იმ „ნიშნად“ მივიღე, რასაც ველოდებოდი. მაშინვე არ დამინებებია თავი, მაგრამ გამომრთველი ვიპოვე ტვინში გაუცნობიერებლად.
გავიდა კიდევ პერიოდი და არის 17 დეკემბერი, ვარ ბათუმში.
ვუყურებ სიგარეტის ცარიელ კოლოფს. ვწევარ საწოლზე. ვხედავ ნისლივით ფენა-ფენად დაგროვებულ თეთრ კვამლს, დაფენილს მთელ ოთახში.
„მოდი, აღარ ვიყიდი ახალ კოლოფს“… თან საქმე მქონდა და მთელი დღე ვერ მოვახერხებდი მოწევას, მოკლედ, იმ წამს გადავწყვიტე ალბათ, რომ დამენებებინა თავი. სულსულსულ.
„უკვე 3 წელი გავიდა, ვერც კი მიხვდი ისე, როგორ დაიწყე და სადამდე მოხვედი? ნახევარ კოლოფს ეწევი, გულისრევამდე ეწევი ზოგჯერ, ბუღში იძინებ, ვერ სუნთქავ, გაჯობა“.. მაგრამ უფრო ეფექტური იყო უფრო ღრმად ჩავსულიყავი, გამოვმტყდარიყავი, რატომ ვეწეოდი და რა მოხდებოდა რომ არ მომეწია, რას დავკარგავდი და ასე შემომელაწუნებინა საკუთარი თავისთვის.
როგორმე უნდა გამეძლო და მენახა უსიგარეტოდ რას ვიზამდი სუფრაზე, როგორ წავიდოდი სამსახურში დილით უსიგარეტოდ, როგორ გავიდოდი აივანზე მხოლოდ ყავით, როგორ გავუმკლავდებოდი უხერხულ სიჩუმეებს, ბოლოსდაბოლოს, ეს ხომ ისევ ჩემს კომპლექსებთან ბრძოლა იყო, უფრო მეტი გამოწვევაც, მენახა შევძლებდი თუ არა, თავი ხელში ამეყვანა, დამებრუნებინა კონტროლი, არ მიმეშვა ისე, როგორც გამოვიდოდა თავისით. ჩავრეულიყავი.
ჰოდა დავიწყე იმ დღეს. არ ვიყიდე ახალი კოლოფი. საქმემ მთელი დღე გამაძლებინა, თავისუფალ საღამოს კი, სული რომ მეხუთებოდა და ხელები მიკანკალებდა უსიგარეტობისგან და ლამის რომ გადავიფიქრე, რაღა დღეს დავიწყო თქო, ჩაირთო პროგრამა, რომ ასე არასდროს დადგებოდა თავისით ის დღე, როცა რაღაც უნდა შეცვალო, თან შენთვის უკეთესი, არაფერს არ კარგავ, პირიქით იმატებ თვითშეფასებას, რომ შეძელი, ხომ ვიპოვე სათავე, რატომ ვეწეოდი ახლა, როცა აღარ ჰქონდა ფიზიოლოგიური ეფექტი მოწევას, ეს იყო სოციალიზაციის სურვილი?? მოთხოვნილება?? მარტოობის უხერხულობა?? ყველაფერი ეს შემეძლო სხვა გზებით შემეცვალა. ჰოდა გამოვიდა.
პირველ რიგში, საჭირო იყო ყურადღების გადატანა სხვა თემებზე, დაკავება საკუთარი თავის სხვა საგნებით, მაგრამ თუ წავიდოდა ფიქრი მოწევისკენ და საქმეც არ იქნებოდა გასაკეთებელი, წინასწარ მომემზადებინა თავი, რომ მეპოვა ადგილი იმ უხერხულ ადგილას, სადაც დრო და სივრცე არაა, მარტო ხარ და არ იცი რა გააკეთო, აი ბავშვობაში იყო ბევრი ასეთი მომენტი, რომ იწექი საწოლზე მიშტერებოდი რამეს და არ იცოდი, რა გეკეთებინა.
ჰოდა ესეც ჩვენი ნაწილია მეგობრებო, ან სხვა რამით გავირთოთ თავი, ან იქ ვიპოვოთ ადგილი იმ უმიზნობაში.
ფიქრის გადატანა იყო მთავარი, უფრო მეტჯერ მეფიქრებოდა და მეტად მინდებოდა, მაგრამ წარმოვიდგენდი, რომ მოვწიე ეს ღერი და რა ? ისევ ამ მდგომარეობაში დავბრუნდებოდი, უსასრულოდ გაგრძელდებოდა. მოკლედ, პირველი დღე გადავაგორე, ბედნიერი ვიძინებდი რომ გამოვიდა, აი ის ერთი დღე, როცა არ მოვწიე!
მეორე დღეს თავისით მქონდა უკვე მოტივაცია, ამდენი ხნის განმავლობაში რომ არ გამომიტოვებია არცერთი დღე და გუშინ შევძელი, უკვე გასიგრძეგანებული მქონდა, რომ ეს ცუდი ჩვევაა, რომლის საფუძველიც ტვინშია და იმ პრობლემებისთვის სხვა გზები ჯობია ვიპოვო.
ისევ საქმით და ფიქრის გადატანით გავიდა მეორე დღეც. და მართლა ძალიან ძალიან მინდებოდა, პირველი სამი დღე იყო გადამწყვეტი, აი ნებისმიერ დროს შეიძლებოდა დავნებებულიყავი და გადამეფიქრებინა, „მინდა და ვეწევი-თ“ მომეგო საკუთარი თავისთვის.
და მართლა, არაფერი დამიკარგავს, პირიქით, მივიღე (მათ შორის, ზედმეტი კილოგრამები) – რამდენიმე დღის მერე, მივხვდი რომ საჭმელი უფრო გემრიელია, ვიგრძენი რომ უკეთესად ვსუნთქავ, უფრო მეტად, უფრო მეტი სურნელი შემოდის და კარგად გაგრძნობინებს თავს და პლიუს ამას ის, რომ შეძელი.
დარჩა კიდევ ერთი რამ – ყველა ის ადგილი გამევლო უსიგარეტოდ, სადაც აქამდე არ ვყოფილვარ. ყოველდღიური საქმე მეკეთებინა, მეგობრები მენახა, წავსულიყავი სადმე, მარტო მეგრძნო თავი და არ მომეწია. ყოველ ჯერზე ფსიქოლოგიურად ვემზადებოდი, რამდენჯერმე დამესიზმრა, რომ ვერ მოვითმინე და მოვწიე ერთი, და მერე სინანულის გრძნობა მჭამდა, აი მერე რა რომ მოწიე თქო? ამდენი ნამუშევარი წყალში ჩაყარე და დაარღვიე ეს პირობა და აქამდე რაც გიშრომია, ხაზი გადაუსვი თქო ამ ერთი ღერით. ვიყავი გოგოებთან, ვისხედით და ყველა ეწეოდა ჩემ გარდა, მაგრამ იგივენაირად ვლაპარაკობდით იცით? თან მაქებდნენ, რა მაგარი ხარ რომ დაანებე თავიო, არაფერი დამკლებია, გაიარა იმ 2-მა წუთმა და ისინიც მორჩნენ მოწევას.
ვიყავი ჩემს ძმასთან, სადაც დაიწყო ჩემი სიგარეტთან ურთიერთობა. სადაც კარტს ვთამაშობდით, თუ მუსიკას ვუსმენდით, სიგარეტს ვეწეოდით. რაც მთავარია, ვიყავი ისეთ სუფრებზე, წარმოდგენა რომ არ მაქვს, იქ რა მინდოდა, ვერც ვერთობოდი, არც მეცეკვეოდა, არც ლაპარაკი მინდოდა, არც მომწონდა გარემო, არც ვსვამდი, მაგრამ არ მოვწიე. არ მოვწიე! და გაიარა.
რაც შეეხება ზედმეტ კილოგრამებს – ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა, მაგრამ მაინც არ მჯეროდა, ვერ ვხვდებოდი რა კავშირში იყო მოწევა წონის მომატება ან დაკლებასთან, იმის ფონზე, რომ იგივენაირად ბევრს ვჭამდი, როგორც მანამდე. არ დამიმატებია არაფერი, არ ჩამინაცვლებია სიგარეტი ტკბილეულით ან სხვა რაიმეთი. ზუსტად იგივე რაოდენობა და გრაფიკი. მაგრამ მოწევისთვის თავის დანებებიდან 3 თვის მერე ვიყავი + 4 კგ.
არა, რა თქმა უნდა ამის გამო არ დავიწყებ ისევ მოწევას.
ახლა როგორ ვარ იცით? სიგარეტის კვამლში ვერ ვსუნთქავ, თვალები მეჭუტება და ხელით ვიშორებ ადრე ვერც ვამჩნევდი რაიმე სუნი თუ ჰქონდა სიგარეტს, თუნდაც სხვებს მოეწიათ და არა მე. და კიდევ მგონია, რომ უკეთესად ვაზროვნებ, მეხსიერება გამოუმჯობესდა, უფრო ვხვდები, როგორ გადის დღეები. უფრო კარგად ვხედავ, უფრო კარგად ვსუნთქავ, უფრო გემრიელია საჭმელი, უფრო შინაარსიანი ცხოვრება.
იმედი მაქვს, რომ არ გაჩნდება ახალი „თრიგერი“, არ მომეწონება იდეა თავიდან, არ ჩავთვლი რომ, მერე რა მოხდა, მინდა, რომ ასე დავრჩე გამარჯვებული საკუთარ თავზე მთელი ცხოვრების განმავლობაში.
მოკლედ, ეს იყო ჩემი არჩევანი. და ვერავინ ვერ გირჩევთ თქვენთვის შესაბამის გზას, როგორ უნდა დაანებო თავი მოწევას, ჩემი რჩევა იქნებოდა, უბრალოდ იფიქრეთ ამაზე ბევრი.
ნინო