გთავაზობთ მწეველი მოზარდების მოსაზრებებს თამბაქოს მოხმარებასან დაკავშირებით:
16 წლის ირაკლი თამბაქოს უკვე მეცხრე თვეა მოიხმარს. მისი თქმით, მშობლები და მეგობრები სიგარეტს აქტიურად ეწევიან, ამიტომ თავადაც გასინჯა, შემდეგ კი ყოველდღიურად მისი შეძენა დაიწყო:
"რაც მოწევა დავიწყე, თავის დანებება არ მიცდია, იმიტომ რომ ამისი მიზეზი არ მაქვს და ჯერჯერობით სიგარეტის მოწევას ისევ ვაპირებ,"- აღნიშნა მოზარდმა.
მაკა 15 წლისაა, თუმცა, როგორც თავად აცხადებს უკვე 2 წელია რაც თამბაქოს მოიხმარს:
,,მახსოვს, როცა პირველად მოვწიე, კინაღამ ცუდათ გავხდი; მაგრამ მაინც მოვწიე და ამის შემდეგ დღე არ ჩამიგდია; ვიცი რომ ცუდია, მაგრამ სიგარეტის გარეშე უფრო ცუდია"
ელენე, რომელიც ამჟამად 17 წლისაა, თამბაქოს უკვე 3 წელია მოიხმარს. მან სიგარეტი პირველად მეგობრებთან ერთად მოწია, შემდეგ კი რეგულარულად დაიწყო მისი მოხმარება.
"14 წლის ვიყავი, მე და ჩემმა მეგობრებმა სიგარეტი პირველად რომ მოვწიეთ და მას შემდეგ, როცა ვიკრიბებოდით, სულ ვეწეოდით ხოლმე. ახლაც ყოველდღე ვეწევი, თუმცა ჩემმა მშობლებმა ამის შესახებ არ იციან. მიუხედავად იმისა, რომ მწეველი ვარ, ვფიქრობ, სიგარეტისთვის თავის დანებება შემიძლია, მაგრამ არ მინდა," - აღნიშნა ელენემ.
15 წლის დათო:
,,არ ვიცი, მე მგონი მომწონს, როცა ბიჭები ვიკრიბებით და ყველა ერთად ვეწევით, თან ვლაპარაკობთ, რაღაც სხვა მუღამი აქვს; რომ დავანებო უკაცრიელ კუნძულზე აღმოვჩნდები, ყველა ეწევა და მართლა რატომ უნდა გამოვაკლდე, თანაც ასწორებს"
ლიკას უხარია, რომ დედამ გაუგო და სიგარეტის მოწევის გამო არ დასაჯა:
,,სულ მეშინოდა ამის, მეგონა დედას ძაან ცუდი რეაქცია ექნებოდა; ასე არ მოხდა, ყველაზე მაგარი კი ისაა, რომ დღეს ერთად ვეწევით და ასე ვჭორაობთლ რომ გავთხოვდები აუცილებლად გადავაგდებ, არ მიყვარს ორსული რომ ეწევა"
ვაჩე ამტკიცებს, რომ ძალიან კარგად იცის მოწევის მავბებლობის შესახებ, თუმცა საკუთარ თავზე ჯერ არაფერი ცუდი არ უგრძვნია; ვაჩე 14 წლისაა და მოწევის ერთწლიანი სტაჟი გააჩნია:
,,ჩვეულებრივად ვარ, სიგარეტზე რაც ცუდი წამიკითხავს, მე არაფერი შემხებია, იმედი მაქვს ასეც იქნება; ვეწევი და ცოტათი მომწონს კიდეც, დანარჩენი ვნახოთ; ღმერთმა არ ქნას, რომ ბებიამ გამიგოს, ცოცხლად ჩამმარხავს, სხვა პროლემა არ მაქვს"
ნიკა 16 წლისაა და უკვე ორჯერ მოასწრო მოწევის შეწყვეტა, თუმცა ახლა მწეველია:
,,არ მომეწონა, მაინც ვეწეოდი, მერე ვთქვი და მოვიშორე, 1 თვეში ისევ დავიწყე მოწევა; მეორეჯერ ნაძლავი დავდე რომ გადავაგდებდი, ესეც შევძელი, მხოლოდ ამჟამად 10 დღით; ამის შემდეგ მოწევის შეწყვეტა აღარ მიცდია და ალბათ, არც ვცდი, მივეჩვიე და შევეგუე"
თამბაქო ბავშვის განვითარებაზე უარყოფითად აისახება, განსაკუთრებით მაშინ, თუ მისი მოხმარება ადრეულ ასაკში ხდება.
თამბაქოს მოზარდები სოციალური გავლენის გამო მოიხმარენ, რათა საკუთარი თავი უფრო დიდი ასაკის მქონედ წარმოაჩინონ და საზოგადოებაში თავი დაიმკვიდრონ, თუმცა რისკებს ინფორმაციის არქონისა და მიმბაძველობის გამო ვერ აანალიზებენ.
მოწევა მეორად სასქესო სისტემებზე, ბავშვის ზრდა-განვითარებაზე აისახება, ასევე ზეგავლენას როგორც მოზარდის წონაზე, ისე მის სიმაღლეზე ახდენს.
მწეველი მაზარდების გონებრივი განვითარების მაჩვენებელი და IQ ჩამორჩება არამწეველებისას, რაც კვლევებითაა დადგენილი.
მასალაში გამოყენებულია Allnews.ge-ში გამოქვეყნებული ინფორმაციები